1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ”- გია ცაგარეიშვილი
“ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ”- გია ცაგარეიშვილი

“ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ”- გია ცაგარეიშვილი

285
0

„ზონდერ“ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ – მოსკოვის ავანსცენებზე ჩაიკოვსკის “გედების ტბა” რომ დაიდგმევა და იქიდან ფულს გადმოურიცხავენ ხოშტარიას, მერე მოდის „იშტაზე“ ეტყობა ქალბატონი ხოშტარია და მელიასთან უნისონში ავრცელებს სიბინძურეს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი,  ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას განცხადებებს,  რომლებიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელში მოხვდა.

“ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული, ერთმანეთში გაარკვიონ მელიებმა, ხოშტარიებმა, პოდოლიაკებმა, ქამხაძეებმა და არ ვიცი, კიდე ვინ არის იქ, რიგში ვინ დგას იმ საქმეში, რომ როგორმე „გააშაოს“ ეს ქვეყანა, სახელი გაუტეხოს, ჩვენი სამხედრო ძალების ავტორიტეტი დასცეს, მითუმეტეს, იმ დღეებში, როცა ცხინვალის ომში დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ, უზნეობაა ეს ყველაფერი. მითუმეტეს, როცა მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან, მითუმეტეს როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, ეს არის დიდი უზნეობა და ცინიზმის მწვერვალი. „ზონდერ“ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ და ვერც ერთი მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს სარწმუნო შეიძლება იყოს ვინმე ხაბეიშვილისთვის, წიკლაურისთვის ან ვინმე სხვისთვის, ჩემთვის როგორ იქნება ავაზაკი კრიმინალი მელიას სიტყვა სარწმუნო, რომ ვიღაც სადღაც რაიმე ინფორმაციას გადასცემს. ამგვარი სისულეების დიდი ხანია არ მჯერა, მითუმეტეს, როცა ქალბატონი ხოშტარია ამბობს ამას, რომელიც დღესაც იღებს მსუყე- მსუყე დაფინანსებას რუბლებში მაშინ, როცა ეტყობა მოსკოვის ავანსცენებზე ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ დაიდგმევა ხოლმე, იქიდან რომ გადმოურიცხავენ ფულს, მერე მოდის „იშტაზე“ ქალბატონი ხოშტარია და ქადაგებს საქართველოს თავისუფლებაზე, გმირ ბიჭებზე, დაღუპულებზე, მელიასთან უნისონში და ავრცელებენ ამ სიბინძურეს,”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“. მისი თქმით, “ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს”. აღნიშნული ღალატად შეაფასა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის არსებობა დადასტურდა.