1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი
სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი

სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი

287
0

სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი. 20 გადარჩენილი ქალაქ ტარტუსის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნავში 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად ლიბანელები, სირიელები და პალესტინელები, მათ შორის ქალები და ბავშვები.

დაუდგენელია, რა გახდა ნავის ჩაძირვის მიზეზი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

არსებული ცნობებით, ნავი ლიბანის ქალაქ მიეიდან ევროპის მიმართულებით მიცურავდა, როდესაც ჩაიძირა.