1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინამ ომში 9 000 სამხედრო დაკარგა” – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
“უკრაინამ ომში 9 000 სამხედრო დაკარგა” – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

“უკრაინამ ომში 9 000 სამხედრო დაკარგა” – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

515
0

ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ 9 000 სამხედრო დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსების დანაკარგი 50 000-ზე მეტია. 

„მათ უკვე ჰყავთ 50 000-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და ჩვენ მსხვერპლი კი 9 000-ია, ახლა ცოტა მეტი. მტრის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა.

არსებობს გარკვეული რიცხვები, რის შემდეგაც ტაქტიკა იცვლება და რუსების მიერ ამ ტაქტიკის შეცვლის შედეგად მარტივად გამოსაცნობია, აქვს თუ არა მას დიდი დანაკარგები“, – განაცხადა მალიარმა.