1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი – ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი – ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა

165
0

ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის მას არ გააჩნია ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზი და “ეს სირცხვილია”.

„ფართომასშტაბიან შემოჭრამდე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა საკომუნიკაციო ხაზები, ბევრი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა გვქონდა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან მისი დღევანდელი ზარი “რთული იქნებოდა”.