“შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით”- კახა კალაძე
შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალური ქსელში წერს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის და მათ მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!
ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს კახა კალაძე.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროში 2006-21 წლებში მუშაობდა.
მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.