1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი” – მიხეილ სააკაშვილი
“ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი” – მიხეილ სააკაშვილი

“ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი” – მიხეილ სააკაშვილი

197
0

ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი, – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.

საქალაქო სასამართლოში  ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ “ემპათიის” ექსპერტებს, მათ შორის, ნევროლოგ ოთარ თოიძეს დაკითხავენ.

“დღეს საუბარი იქნება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსზე, მის დინამიკაზე, მიმდინარე მკურნალობაზე, სიმპტომთა ევოლუციაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. დიაგნოზები მრავლად არის. ალბათ, პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საქმეში. ძირითადი დიაგნოზი არის ტრავმული რეგენერაციული ცვლილებები, რომელსაც მისი ცენტრალური ნერვული სისტემა განიცდის. წარმოშობის მიზეზად ვასახელებთ შიმშილობას და შემდგომ მკურნალობის არათანმიმდევრულ პროცესს”, – განაცხადა თოიძემ.