რუსული ჯარი შესაძლოა ხარკოვზე შეტევისთვის ემზადებოდეს -ISW
461
0
ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ინფორმაციით, რუსულმა ჯარმა განაახლა ქალაქ იზიუმიდან ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით შეტევები და შესაძლოა, ხარკოვზე თავდასხმისთვის მოსამზადებელ სამუშაოს წარმოადგენდეს.
„რუსული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდნენ პოზიციებს ბალაკლეისა და დიდი კამიშევახას გარშემო და შესაძლოა, ეს ორი რაიონი თავდასხმითი ოპერაციებისთვის პლაცდარმად გამოიყენონ“, – აცხადებენ ექსპერტები.
მათივე მტკიცებით, დონბასში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რუსულ ჯარს ხარკოვის ოლქის ან ქალაქ ხარკოვის აღება გაუჭირდება.