ვერძი

ვენერას გავლენით თქვენი მიმზიდველობა საგრძნობლად მოიმატებს, რაც პირად ცხოვრებაზეც დადებითად აისახება. მარტოხელებს შანსი ექნებათ, თავბრუდამხვევი რომანი წამოიწყონ, ხოლო დაოჯახებულებს - საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ნუ ეცდებით, ყველა საყოფაცხოვრებო საზრუნავი მარტომ იტვირთოთ, ოჯახის წევრებს ნება დართეთ, რომ გვერდით დაგიდგნენ. მშვენიერი დღეა კარიერულ პერსპექტივებზე დაფიქრებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ მომავლის გეგმები ხელმძღვანელობასთან განიხილოთ. ამ დღეს ჯობია, საჭესთან საერთოდ არ დაჯდეთ - საგზაო ინციდენტების ალბათობა მაღალია.

კურო

გირჩევთ, მთელი ყურადღება პროფესიულ მიზნებსა და კარიერაზე გადაიტანოთ. ბოლოდროინდელმა განცდებმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ბრაზი ახლობლებზე არ იყაროთ, თორემ კონფლიქტებს ვერ გადაურჩებით. სასურველი შედეგის მისაღებად სამუშაო დღე წინასწარ უნდა დაგეგმოთ. უახლოესი დღეები დამატებით შემოსავალს გპირდებათ, რომლის დახარჯვას რამე ღირებულში მოინდომებთ. შეგიძლიათ ეს თანხა საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს მოახმაროთ. თუ წონაში დაკლება ან სხეულის კორექცია გსურთ, საამისოდაც შესანიშნავი დროა. მთავარია, ყოველდღიური მენიუ ფიზიკურ დატვირთვას გონივრულად შეუხამოთ.

ტყუპები

დღევანდელი დღე იდეალურია თმისა და ფრჩხილების მოვლის, ასევე სპორტის დასაწყებად. შესანიშნავი პერიოდია რომანტიკული ნაცნობობისა და ცხოვრების თანამგზავრის საპოვნელად. დაოჯახებულ ტყუპებს მეუღლესთან დაპირისპირება ელით. თავს იჩენს აქამდე უთქმელი პრეტენზიები, შიშები და წყენა. ურთიერთგაგების მიღწევა იოლი არ იქნება, ამიტომ ერთ-ერთს კომპრომისზე წასვლა მოუწევს. გარშემომყოფთაგან ზოგიერთი შეიძლება მეტისმეტად უხეში და აბეზარი მოგეჩვენოთ, თუმცა მათთან ურთიერთობის გაწყვეტას ნუ იჩქარებთ - აზრი მალე შეგეცვლებათ. გირჩევთ თქვენთვის საჭირო ადამიანს ღირებული საჩუქარი გაუკეთოთ, თუმცა ეცადეთ ეს ქრთამის გადახდის მცდელობად არ აღიქვას. საუკეთესო დროა იმ სპორტით დაკავებისთვის, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. იზრუნეთ სულიერ წონასწორობაზეც - შესაძლოა მეგობრებთან შეხვედრამ ძალები აღგიდგინოთ.

კირჩხიბი

ელოდეთ სიურპრიზებსა და ყურადღების მოულოდნელ გამოვლინებას პარტნიორისგან, რაც მის გრძნობებს დაგიდასტურებთ. თქვენი ოჯახური ურთიერთობები გარკვეული დროით ყურადღების ცენტრში მოექცევა -საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმეთ და მათ გარემოცვაში ყოფნით დატკბით. თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იძაბება და ურთიერთბრალდებების რაოდენობა მატულობს, ეცადეთ გულწრფელად ისაუბროთ და პრობლემების მიზეზი გაარკვიოთ. სრულიად შემთხვევით შეიტყობთ, რომ უფროსი თქვენს მუშაობას ყურადღებით აკვირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერული დაწინაურება ან ხელფასის მომატება ახლოსაა. შანსი გეძლევათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ, თუმცა უაზროდ ნუ გარისკავთ და დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ. პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად ღრმა სუნთქვის ტექნიკები გამოიყენეთ.

ლომი

ნუ იჩქარებთ ახლობელი ადამიანის დადანაშაულებას, სანამ ვითარებას საფუძვლიანად არ გაარკვევთ - გამორიცხული არ არის, რომ უბრალოდ დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდით. ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, ხოლო სამუშაო პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყეთ - თავს ჭარბი საზრუნავით ნუ დაიტვირთავთ. ინოვაციებისა და ცვლილებების პლანეტა პლუტონი თქვენს მე-6 სახლში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერულ წარმატებას სამუშაო პროცესის სრულყოფით მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ კომერციულ წინადადებებს ყურადღება მიაქციოთ და ისინი თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. პლანეტები ბიზნესის სფეროში ჰარმონიულ ურთიერთობებს ხელს უწყობენ. გირჩევთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ - თუნდაც ახლა თავს კარგად გრძნობდეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება მომავალშიც უცვლელი დარჩება.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან შერიგებისა და ურთიერთობების დალაგებისთვის. ამ დღეს სხვისი ემოციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელობამ თქვენში არა მხოლოდ კარგი თანამშრომელი, არამედ მომხიბვლელი ადამიანი დაინახოს. ეს დღე ხელსაყრელია სასარგებლო კავშირების დამყარებისა და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს ძალების საოცარ მოზღვავებას იგრძნობთ - ეცადეთ ეს შესაძლებლობა მიზნის მისაღწევად გამოიყენოთ. თუ ექიმთან გამოკვლევის ჩატარებას გეგმავდით, აღარ გადადოთ.

სასწორი

საყვარელი ადამიანისგან ყურადღების მცირე ჟესტებიც კი მთელი დღის მანძილზე ამაღლებულ განწყობას შეგინარჩუნებთ. დიდი გამოწვევებისთვის უნდა მოემზადოთ და ცხოვრებაში სურვილები რეალობას შეუსაბამოთ. შეგიძლიათ მიუწვდომელი მწვერვალები დაიპყროთ და წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და იმას ნუ შეეჭიდებით, რისი გაძღოლაც არ შეგიძლიათ. სამსახურებრივი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება, გაგიჩნდებათ ახალი თანამოაზრეები, მათ შორის საკმაოდ გავლენიანიც. დადგა დრო, წარმატებით დატკბეთ, თუნდაც ეს მორიგი მწვერვალის დაპყრობამდე მცირე შესვენება იყოს. მოერიდეთ ჭარბ ალკოჰოლს და მედიკამენტებს, რადგან არსებობს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკი.

მორიელი

ცდილობთ, რომ ურთიერთობის გადასარჩენად რამე იღონოთ, თუმცა ზოგჯერ შეცდომების გამოსწორების ამაო მცდელობებს ჯობია დამარცხება აღიაროთ. ურთიერთობებში რთული პერიოდია.. საკუთარი სიბრძნე დაგეხმარებათ, რომ ვითარებიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. სამუშაო ადგილზე სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით თუ ვაჭრობის სფეროში საქმიანობთ. შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე ამ ნიშნის წარმომადგენლები დილემის წინაშე დადგეთ: არსებული სახსრები აუცილებელ ნივთებს მოახმაროთ თუ კაპრიზები დაიკმაყოფილოთ. სავარაუდოდ, აუცილებელსა და სასურველს შორის გონივრული ბალანსის პოვნა მოგიწევთ. ისწავლეთ „არა"-ს თქმა და ნურავის მისცემთ საშუალებას, რომ თქვენი სიკეთით ისარგებლოს.

მშვილდოსანი

მარტოხელებო, მარტოობას რომ დაემშვიდობოთ, ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი წარმატებული დამთხვევებითა და სასიამოვნო ამბებით გაგანებივრებთ. ზუსტად იცით, კოლეგა როგორ მოხიბლოთ, ასე რომ ამ ცოდნის გამოყენებას ნუ მოერიდებით. არაკეთილგანწყობილმა კოლეგამ შეიძლება სამსახურში თქვენი ღირსების შელახვა სცადოს - ყურადღება არ მოადუნოთ და საფრთხეს თავიდან აიცილებთ. ფინანსურად აქტიური დღეა, ყურადღებით ადევნეთ თვალი ბიზნესსა თუ კარიერაში გაჩენილ შესაძლებლობებს. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებსა და გარიგებებს. ფეხზე წახემსება სრულად გამორიცხეთ, თორემ მომავალში გასტროენტეროლოგთან ვიზიტი გარდაუვალი გახდება.

თხის რქა

უკეთესობისკენ ცვლილებების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ოჯახში ემოციური კავშირი სრულიად ახალ დონეს მიაღწევს - გამოიყენეთ ეს დრო ღია დიალოგისა და მომავლის გეგმების განხილვისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, თავმდაბლობა გამოიჩინოთ და კოლეგებთან მიღწევებით არ იტრაბახოთ. ზედმეტად ნუ მიიპყრობთ ხელმძღვანელობის ყურადღებას, თორემ შეიძლება შენიშვნა დაიმსახუროთ. ფინანსებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყარით, რომ უაზროდ არ დახარჯოთ. თუ მანქანას მართავთ, გაითვალისწინეთ, რომ უყურადღებობის გამო, გზებზე ავარიები იმატებს. გარდა ამისა, ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას მოერიდოთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა უსაფუძვლო პრეტენზიები წამოგიყენოთ - ეცადეთ, ამ ადამიანს ღირსეულად, პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე უპასუხოთ. სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმებები, ამიტომ ეცადეთ, თავი წინასწარ დაიზღვიოთ. ფულს საეჭვო წამოწყებებსა თუ უცნობ პროექტებში ნუ ჩადებთ, თორემ დაზარალდებით. გამორიცხული არ არის, რომ ხანდაზმულ მერწყულებში ქრონიკულმა დაავადებამ თავი იჩინოს, ამიტომ სტრესს და მძიმე ფიზიკურ შრომას ერიდეთ.

თევზები

ამ დღეს ერთობლივი ძალისხმევა გასაოცარ შედეგებს მოგიტანთ -საერთო მიზნები განიხილეთ და მისკენ ერთად იმოძრავეთ. შეგიძლიათ, ეს მომენტი საპასუხისმგებლო პროექტების დასასრულებლად გამოიყენოთ. საქმიანი შეხვედრები ნაყოფიერი აღმოჩნდება და მოგებას მოგიტანთ. საქმიან ქაღალდებთან მუშაობისა და ხელშეკრულებების დადებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. გაითვალისწინეთ, რომ გზაზე მოსალოდნელია ავარიული სიტუაცია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მიუხედავად იმისა, მძღოლი ხართ, მგზავრი თუ ფეხით მოსიარულე. დროა, ორგანიზმის გაჯანსაღებაზეც იფიქროთ - აერობული ვარჯიშებითა და მსუბუქი ფიტნესით დაკავდით.