დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღამთიან ზონაში შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +10, +15°.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი დღისით +20 ღამით +16° იქნება
