1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობს” – ტრამპი
“პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობს” – ტრამპი

“პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობს” – ტრამპი

1.03K
0

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმზე უარი უნდა თქვას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გარიგება დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – სრულმასშტაბიანი ომი იქნება გარდაუვალი.

ამის შესახებ მან The Clay Travis & Buck Sexton Show პოდკასტზე განაცხადა.

ტრამპმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი დათმოს ან ნატო-ში გაწევრიანებაზე თქვას უარი.

„მათ შეეძლოთ ყირიმის დათმობა. მათ შეუძლიათ ნატო-სთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება, მაგალითად, თქვან, რომ “კარგი, ჩვენ არ ვაპირებთ ნატო-ში გაწევრიანებას” და ექნებათ ქვეყანა. ვფიქრობ, პუტინს გარიგება უნდა“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპს არ სჯერა, რომ პუტინი „ოდესღაც აპირებდა“ უკრაინასთან ომის დაწყებას, მაგრამ “რადგან დაიწყო, მთელ უკრაინას დაიპყრობს”.

„მთელ ტერიტორიას დაიკავებს და ძალიან, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რა მოუვიდა უკრაინას“, – თქვა მან.

გარდა ამისა, უკრაინაში შეჭრამდე, საზღვრებთან პუტინის მიერ სამხედრო და ტექნიკის განლაგებას ტრამპი „მოლაპარაკების შესანიშნავ ტაქტიკას“ უწოდებს.

„როდესაც მთლიანად დამწვარ შენობებს უყურებთ, ყველა დაღუპულ ადამიანს… ბევრი ადამიანი დაკარგეთ. ეს არის გარიგება, რომლის დადება იყო შესაძლებელი და ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ გარიგების დადებას მარტივად შეძლებთ”, – დაასკვნა დონალდ ტრამპმა.