1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს” – მედვედევი
“1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს” – მედვედევი

“1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს” – მედვედევი

1.34K
0

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ VKontakte-ის პირად გვერდზე გამოქვეყნდა წერილი,  რომელშიც მედვედევი რუსეთის „საზღვრების აღდგენაზე“ და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე საუბრობდა

 

წერილში საუბარი იყო უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე.  

 

მედვედევის გვერდზე დადებული  პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ წაიშალა.

 

„ნაციონალისტების ბანდებისგან უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი კვლავ გაერთიანდება. ჩვენ წავალთ მომდევნო კამპანიაში, რათა აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, მოგეხსენებათ, რომ არსად არ მთავრდება.

 

1801 წლამდე ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

 

ყაზახეთი არის ხელოვნური სახელმწიფო და ყოფილი რუსეთის ტერიტორია. სანამ რუსები იქ არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“, -წერს დიმიტრი მედვედევი.