1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა  11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

411
0

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ერთ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, შეწყალებულთაგან ერთი ქალი მსჯავრდებულია.