ქობულეთში, სოფელ ბუკნართან, რკინიგზასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი უკან დაბრუნდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნართან მეწყრული პროცესი განვითარდა.
ქობულეთის მერის, ირაკლი ცეცხლაძის განცხადებით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერის ინფორმაციით, ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი მატარებლის ლიანდაგთან ახლოს დაფიქსირდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მათი თქმით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ბუკნარიდან უკან დაბრუნდა.