1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ორი წელი წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა იყო მძიმე, გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი”- ირაკლი კობახიძე
“ორი წელი წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა იყო მძიმე, გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი”- ირაკლი კობახიძე

“ორი წელი წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა იყო მძიმე, გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი”- ირაკლი კობახიძე

417
0

ორი წელი წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, საბოლო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განახლებული კამპანია, რაც ოპოზიციამ წამოიწყო არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

„ჩვენ გვახსოვს, ორი წელი წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი. ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია. საბოლო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი. დღეს მან განაახლა მაღალი კალორაჟის საკვების მიღება, შესაბამისად, წონის პრობლემაც აღარ აქვს. გამოაცხადა, რომ აპირებს აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. ეს განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ყველანაირი საფუძველი გამოეცალა ოპოზიციას და თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი. ორი წელი ისე წარმართეს ეს ყალბი კამპანია, საბოლო ჯამში, დღეს ახალი კამპანიის წამოწყების და კამპანიების განახლების რესურსი აღარ დაიტოვეს“, – აღნიშნა კობახიძემ.