1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში წვეტიანი აზრები”- იაგო ხვიჩია
“ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში წვეტიანი აზრები”- იაგო ხვიჩია

“ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში წვეტიანი აზრები”- იაგო ხვიჩია

429
0

ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ყველანაირად შეეწინააღმდეგება ე.წ. ვეიტინგის სისტემის შემოღებას.

„არათუ მხარს დავუჭერ, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგები და ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი. თუ დაამატებენ, რომ უცხოელ მოსამართლეებს ჩამოვიყვანთ და მათი მეშვეობით ჩავიდებთ ჯიბეში სასამართლოს, თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ნაცებს“ სასამართლო სხვანაირ მოწყობაზე აქვთ ხელი მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომელზეც არჩევნების წინ ჩვენი მეშვეობით დაადგინა ოპოზიციამ. აქედან გამომდინარე არათანმიმდევრულობაა ის, რაც „ნაცებს“ აზიანებთ, ის, რაც სააკაშვილს აზიანებს და ციხეში ამყოფებს. „ნაცებს“ ვურჩევდი, რომ აზრი დაატანონ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის სასამართლო რეფორმა. მგონი, აბსურდია, ერთი მხრივ, ამბობდე, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც სასამართლოში, არც არსად, მერე ამბობდე, მე გავაკეთებ „ვეტიგის“ სისტემით სასამართლოს არჩევას, რადგან სინამდვილეში ამბობ, რომ მე შევარჩევ ამერიკელ მოსამართლეებს და მათი მეშვეობით იმავე წესრიგს დავამყარებ, რაც მურუსიძის მეშვეობით გვქონდა აქამდე მოწყობილი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.