![“რუსეთის ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია” – ვლადიმერ პუტინი](https://gttv.ge/wp-content/uploads/2022/09/1647006036-vladimer-putini-2.jpg)
“რუსეთის ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია” – ვლადიმერ პუტინი
706
0
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია.
„დღეს თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილმა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში უკვე 95%-ს მიაღწია, ხოლო ბირთვული ტრიადის საზღვაო კომპონენტში – თითქმის 100%-ს. დაიწყო ახალი ჰიპერბგერითი „ცირკონის“ რაკეტების სერიული წარმოება“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ ოთხი ახალი ჰიპერბგერითი ბირთვული ბომბდამშენი მიიღო.