1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი გაუნულდა და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავს, ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა, დამთავრებულია ყველაფერი – პრემიერი
ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი გაუნულდა და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავს, ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა, დამთავრებულია ყველაფერი – პრემიერი

ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი გაუნულდა და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავს, ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა, დამთავრებულია ყველაფერი – პრემიერი

260
0

800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ, დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რევოლუციის მეოთხე მცდელობა ჩაშალა.

„დამთავრებულია ყველაფერია, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ – 800 კაცი… მარტო მათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე. დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“,- განაცხადა კობახიძემ.