როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
7 ოქტომბერს ქუთაისში +34 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

Editor Dali
0
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. “სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ფიცომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას “დასავლეთი უჭერს მხარს, რათა […]

ზურაბიშვილმა თურმე არჩევნებამდე უნდა „დანიშნოს“ მომავალი პრემიერი და ყველა პარტიამ ის უსიტყვოდ მოიწონოს, ქარტიაში ასე არ წერია -გიორგი ბარამიძე

Editor Dali
0
რა დროს თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარია? ჯერ ყველამ ერთად და ერთიანობით კრიმინალური რეჟიმი ხელისუფლებიდან მშვიდად უნდა გავუშვათ. ხალხის ყურადღების თანამდებობების გადანაწილებაზე გადატანა არასწორია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბარამიძე აღნიშნავს, მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა იმის გამო, რომ არ აპირებენ მათი პოლიტიკური გეგმების […]

“ავერსში”სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

Editor Dali
0
“ავერსის” სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა. ბოლო ხანს კი „ავერსმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა: თავის მოვლას, სამკურნალო კოსმეტიკასა და საბავშვო პროდუქციასთან ერთად თვითმომსახურების აპარატით უკვე შესაძლებელია  ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა სწრაფად, მარტივად და ურიგოდ! გამოყენების […]

,,ეს ქმედებები უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი”-ხატია დეკანოიძე

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, რადგან მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება მათი ხელისუფლების მომავლისთვის, – განაცხადა ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ სოფელ კარდენახში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, “ეს ქმედებები უშედეგოდ ჩაივლის”, რადგან საზოგადოებაში “შიშის დანერგვის მცდელობა ვერ მოახერხებს ოპოზიციის დასუსტებას”. “ძალადობა და […]

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი მოქმედებები აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გააფუჭოს შთაბეჭდილება, რომლის მოხდენასაც ცდილობთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. გირჩევთ, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ. გუნდურად მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. კურო ეს დღე რომ წარმატებული იყოს, სამოქმედო გეგმა […]

,,ემიგრანტები განსაკუთრებულად გრძნობენ სამშობლოს განსაცდელს ”- სოზარ სუბარი

ქვეყნის მომავლის მშენებლობის საქმეში ემიგრაციის როლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც სალონიკიში ემიგრანტებს შეხვდა. სოზარ სუბარის თქმით, ემიგრანტები განსაკუთრებულად გრძნობენ სამშობლოს განსაცდელს. „დღეს საქართველოს გადის ბეწვის ხიდზე – შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ არა. ამაზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა საქართველო და ეს კარგად აქვს გასიგრძეგანებული ყველა ემიგრანტს. განსაკუთრებით ემიგრანტებს, რომლებიც მოწყვეტილები არიან სამშობლოს. […]

,,მიეცით უფლება ქართველ ხალხს, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი”- დანილო დელა ველე

ევროპარლამენტარმა დანილო დელა ველემ მედიასთან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გარე ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა. ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. „იმედის კვირამ“ ევროპარლამენტარს გარე ჩარევის თავიდან არიდების მნიშვნელობის შესახებ დაუსვა კითხვა: „26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად , როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ფორმის გარე ჩარევა, […]

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა. მისი თქმით, 7 […]

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! აბსურდის თეატრია – კახა კალაძე

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებს. როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. „წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. […]

ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“ – რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე

ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი ინფორმაციას, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100 მისმა ექიმმა გააყალბა. „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და […]

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს საყვარელ ადამიანების პრობლემები და ოჯახური საკითხები დიდ დროს წაგართმევთ. ნუ გაბრაზდებით, თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანი თემებით ვერავინ დააინტერესეთ. ეცადეთ, სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედოთ. მშვიდი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები და ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ, რომ ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა არ სცადოს კურო უსმინეთ საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს. ამ დღეს შეიძლება საინტერესო […]