,,მე უკვე მყავს პრემიერობის კანდიდატი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომელთა წარმომადგენლებთანაც შეხვედრებს ორშაბათიდან იწყებს. კითხვაზე – მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? -ზურაბიშვილი პასუხობს: „რაზე მაქვს […]

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თბილისის საპატიო მოქალაქეების გახდნენ: ზურაბ კახაბრიშვილი, მერაბ კილაძე, გიორგი ჭუმბურიძე, დიმიტრი ბეზარაშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გიზო გაბესკირია, გვანჯი მანია, ბიძინა სონღულაშვილი, ნათელა ვასაძე, გელა ფარჩუკიძე, თეიმურაზ ლეჟავა, ნელი სალაძე, მზია აფრიდონიძე, გურამ ბათიაშვილი, კახა ქორიძე, ოლესია თავაძე, გოგი მარგველაშვილი, თამაზ გოდერძიშვილი, ვახტანგ ცუხიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, გურამ კალანდაძე […]

ქარტიის ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის კანდიდატზე დათანხმებას არცერთი პარტია არ აპირებს, სიამოვნებით დავაკვირდები ამ „სანტა ბარბარას“-რაქვიაშვილი

Editor Dali
0
დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი არცერთი პარტია არ აპირებს მის შესრულებას, მით უმეტეს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, სიამოვნებით დააკვირდება მორიგ „სანტა ბარბარას“. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, როგორც იქნა პრეზიდენტს გაახსენდა საკუთარი ქარტია და დაიწყო აქტიურობა, რაც იქ წერია რეალობას დაემსგავსოს. მე ყველაზე […]

“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა” უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე

Editor Dali
0
“მთავარი არხი”, “ტვ-პირველი” და “ფორმულა” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე. “ქართული ოცნება” აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი. ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი […]

არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

Editor Dali
0
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცეკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცესკო-მ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას. „დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა […]

26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედან არის მოსალოდნელი – დიმიტრი ხუნდაძე

Editor Dali
0
არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია, საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, როგორ იქცევიან თავად და როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში ყველა დაუშვებელი მეთოდით. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს, რაც არის მიზეზი გარე ძალების გააქტიურების. „ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, […]

“ოცნებას” რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ -დავით კირკიტაძე

Editor Dali
0
ჩვენი გამარჯვება არის ხელის ერთი გაწვდენაზე, „ოცნებას“ რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებაში ტარდება, რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი […]

განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

Editor Dali
0
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს. „5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის. ჩვენი […]

ისრაელმა ლიბანში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა – AP

Editor Dali
0
ჩრდილოეთ ლიბანში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო იერიშს დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსანი საიდ ატალა ალი და მისი ოჯახი ემსხვერპლა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. თავდასხმა გამთენიისას მოხდა. ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვამდე ისრაელმა საჰაერო იერიში ლიბანისა და სირიის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მიიტანა, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის კავშირი ამ გზის გამოყენებით გაწყვიტა. ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია სამშაბათს დაიწყო. ოპერაციის მთავარი მიზანი დაჯგუფება […]

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

Editor Dali
0
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. „ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. […]

დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

Editor Dali
0
დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია: ორბელიანის მოედნის პროგრამა 5 – 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“ ღია კინოთეატრი ,,ორბელიანის ნუგბარი“ ,,ყველიერი“ ,,ისპანახობა“ კაფე „ლაღიძის წყლები” „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ სამეწარმეო მარკეტი გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“ კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“ საბავშვო […]

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი ნებისმიერ სფეროში, სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ. სასურველია, მოერიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს და მხოლოდ წვრილმან, ყოფით საკითხებზე გადაერთოთ. კურო სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებების დაგეგმვა მოგიწევთ, თუმცა, შესაძლოა, ყოველგვარი ქმედებების გარეშე, აისრულოთ დიდი ხნის ოცნება. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობებს. ტყუპები შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ვიღაცისთვის ადრე გაწეულმა სამსახურმა და […]