უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! – რას წერს Financial Times-ი

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! კიევი ვერ იღებს ისეთ დახმარებას, რომლითაც რუსეთზე თავის უპირატესობას დაიბრუნებს“. მასში გაანალიზებულია უკრაინის მძიმე მდგომარეობა და ის არასასურველი პერსპექტივა, რომელიც კიევს წინ ელოდება. შესაბამისად, დასავლეთმა უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის უნდა მოამზადოს და კომპრომისებზე დაითანხმოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით. გთავაზობთ პუბლიკაციას […]

ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – „ქართული ოცნების” მეორე მცდელობა – რას წერს Voice of America

Admin Tamuna
0
აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – „ქართული ოცნების” მეორე მცდელობა“, რომელშიც განხილულია საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიმდინარე დაპირისპირების ახალი ასპექტები, კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქვეყნის მეთაურის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა. გთავაზობთ პუბლიკაციას: „სიმბოლური“, თუმცა „ძალზედ პრინციპული” – „ქართული ოცნება” […]

Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა

Admin Tamuna
0
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, დაგენერირებული მოგება, გლობალური დაფარვის მასშტაბები, კლიენტების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.    თიბისი, ყველაზე დიდი წილით, სავალუტო სერვისების ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს ტრანზაქციებს მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტებისთვის. […]

აშშ-ის საელჩოს „ქარდები“ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა – გივი მიქანაძე 

Admin Tamuna
0
1-ელ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მან ასევე მოიყვანა […]

მგონი, ივანიშვილიც აღარ აპირებს 41 შემოხაზოს – ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ – გიორგი ვაშაძე

Admin Tamuna
0
ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს – ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს, თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? – ირაკლი ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ,- ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე, […]

თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

Admin Tamuna
0
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია.   სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში.   დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი […]

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Admin Tamuna
0
9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 […]

თანმიმდევრული განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

Admin Tamuna
0
ევროკომისიას 2023 წლის თანმიმდევრულობის ინდექსი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც განმარტების მიხედვით ზომავს, აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ადამიანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში. საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციამდე დაწინაურდა. ეს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა, რაც საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს […]

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი დღეს შეიძლება თქვენ მიმართ ვიღაცისგან ძლიერი შური იგრძნოთ. ამიტომ ნუ ცდილობთ, ყველას აჩვენოთ თქვენი წარმატება და ბედნიერება. სასურველია, დასვენების დღე სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ. კურო ზედმეტად ემოციური დღეა, ამიტომ თქვენი მთავარი ამოცანაა გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების […]

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა, 2021-2023 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, რამაც მოგვცა საშუალება, ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უკვე 90 მილიარდი ლარი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მმართველი პარტიის […]

ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის – გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე

Admin Tamuna
0
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დადასტურდა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. „ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, […]

უცხოური ვალუტის კურსი 8 ოქტომბრისთვის

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0177 ლარს შეადგენდა. […]