1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა -ოლაფ შოლცი
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა -ოლაფ შოლცი

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა -ოლაფ შოლცი

353
0

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა. ოლაფ შოლცმა ამის შესახებ გერმანულ მედიას უთხრა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე არაერთხელ ესაუბრა კრემლის ხელმძღვანელს ტელეფონით.

„ეს არასოდეს ყოფილა სასიამოვნო საუბრები. ამჯერადაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ საჭიროა საუბარი, იმისთვის რომ მოისმინო“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „მარტივი სატელეფონო ზარი მოიტანს მშვიდობას მეორე დღესვე“, მაგრამ მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ასე არ არის“.

შოლცმა განაცხადა, რომ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარში „პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ყველა თავისი არგუმენტი“ და მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი არგუმენტების გამეორებაც რუსეთის ლიდერისთვის.

„კერძოდ: ბატონო პუტინ, ნუ მოელით, რომ შევამცირებთ ჩვენს მხარდაჭერას. თქვენ უნდა იპოვოთ გამოსავალი ამ ომიდან. თქვენ უნდა შეწყვიტოთ თქვენი შეტევები და გაიყვანოთ თქვენი ჯარები“, – თქვა შოლცმა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ შოლცი ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუკავშირდა კრემლის ხელმძღვანელს.