მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა – ნიკა გვარამია კახა კალაძეზე

Admin Tamuna
0
მომავალი კოალიციური მთავრობა აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას. მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ელჩს გამოეხმაურა, მილევადი თანამდებობის პირის განცხადებაა. „მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, რომელიც აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის […]

უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს – The Economist

Admin Tamuna
0
„დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება აღარ სურს. ისინი მდიდრულ რაიონებში ცხოვრებას კარგად ითვისებენ, მაგრამ ქვეყანაში მათი მუდმივი ცხოვრება მთავრობის გეგმებში არ შედის“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს“. დიდი ბრიტანეთის უკრაინულ საკვირაო სკოლებში, როცა გაკვეთილები მთავრდება,  ბავშვებს […]

სამხრეთ  კავკასიის გეოპოლიტიკა გლობალური გეოპოლიტიკისა და არჩევნების კონტექსტში -ცირა ბარამიძე

Editor Dali
0
სამხრეთ კავკასიაში იკვეთება დიდი პოლიტიკური მოთამაშეების (რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, სხვა რეგიონალური მოთამაშეები) ინტერესები. სად არის თავად კავკასიური პოლიტიკა?  ეკუთვნის თუ არა სამხრეთ კავკასიას თავადვე გადაწყვეტილებები რეგიონული თვალსაზრისით და რამდენად შეუძლია იყოს ინტეგრირებული რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე.  ზემოჩამოთვლილი პოლიტიკური მოთამაშეებიდან მხოლოდ რუსეთს აინტერესებს და ხელს აძლევს დეზინტეგრირებული და დაპირისპირებული კავკასია და კონფლიქტური ხაზები, რადგან […]

საქართველო რუსეთთან 34-წლიან მტრობას ივიწყებს?! ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის დიპლომატიური კეთილგანწყობის მოპოვება სურს – Frankfurter Rundschau

Admin Tamuna
0
გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ (Frankfurter Rundschau) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო რუსეთთან 34-წლიან მტრობას ივიწყებს?! ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის დიპლომატიური კეთილგანწყობის მოპოვება სურს“ (ავტორი – შტეფან შოლი), რომელშიც განხილულია თბილის-მოსკოვის ურთიერთობების ასპექტები, საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ბიძინა ივანიშვილმა, სამხრეთკავკასიური ქვეყნის საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა – ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პარლამენტის არჩევნების (26 […]

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა. მე მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც ევროკავშირის ელჩი საუბრობს-კახა კალაძე

Editor Dali
0
„ეს არის რიგი ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ. როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება. „არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო […]

როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

Editor Dali
0
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის არავითარი კანონი არ არსებობს. კახა კალაძის თქმით, კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო, სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება. „მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ […]

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები გალერია თბილისში თანხის 30% ულიმიტოდ დაიბრუნებენ

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტი, Visa და გალერია თბილისი ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ, საშემოდგომო შეთავაზებას უმზადებს. 8 ოქტომბერს, გალერია თბილისში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს, ულიმიტოდ დაიბრუნებთ. აქციაში მონაწილებას იღებს, შემდეგი ობიექტები: • KARL LAGERFELD • KARL KAGERFELD KIDS • CALZEDONIA • Pinko • DKNY • Wolford • JYSK • Scotch and Soda • The North Face […]

ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს

Editor Dali
0
საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა. „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ […]

კაროლაინ ბოსის ლექცია – შეკეთება

Editor Dali
0
8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, UNStudio-ს თანადამფუძნებლის კაროლაინ ბოსის ლექციას  მასპინძლობს.   დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. დასწრება თავისუფალია. შეცდომების გასწორება… შეკეთება… გამოსწორება… გაუმჯობესება… არქიტექტურა, რომელიც მუდმივად ევოლუციას განიცდის, ყოველთვის გვიბიძგებს გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით. ამის გაკეთება […]

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად -Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი

Editor Dali
0
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს საუდის არაბეთის ერთ-ერი უმსხვილესი კომპანიის Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. კომპანია Diryah მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო, ტურისტულ და კულტურულ პროექტებს ახორციელებს საუდის არაბეთში. „მსოფლიო ტურისტული საზოგადოება საქართველოს ეწვია და ამ ულამაზეს ქალაქ თბილისში შეიკრიბა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია. მთელი მსოფლიოდან ყველა აქ ჩამოვიდა […]

ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ახლა რაღაც პრეტენზიებს აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სპეკულაციებს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა – „როგორც ფარისევლობას“. „ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, ვინც კონფედერაციაზე საუბრობდა და ზუსტად ოპოზიციაში […]

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

Editor Dali
0
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი […]