მოკლე პასუხი უფასო ფულის თემაზე ღლიცინზე – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად 1 მილიარდი ლარი გამოყო, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა კერძო სექტორში. როგორც მან აღნიშნა, ზემოთ ხსენებული არის ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე. ვოლსკი ასევე სარწყავი […]

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს

Admin Tamuna
0
26 ოქტომბერს, 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.   ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი  2 51-00-51.   საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:   08:30 სთ 10:30 სთ 12:30 სთ 15:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ 22:00 სთ   ბრიფინგების განრიგი საჭიროების […]

სწორი არჩევანის შემთხვევაში იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას – მიტროპოლიტი საბა

Admin Tamuna
0
დიდი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე მიმართვა გამეკეთებინა იმ ადამიანებისადმი, ვინც გვისმენს და ჩვენგან ყურადღებას, მხარდაჭერას ელოდება. მას შემდეგ, რაც ეკლესიურად ვცხოვრობ, დაახლოებით 35 წელია, არასდროს ვყოფილვარ ვინმეს მიმართ პოლიტიკურად მიდრეკილი და განსაკუთრებული მხარდამჭერი, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ აუცილებელია. ისეთი დრო და ვითარებაა მთელ სამყაროში, საქართველოშიც, რომ საჭიროდ ჩავთვალე მივმართო საზოგადოებას, – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, რომელიც […]

ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ დაგსჯით, არანაირი რევანში არ იქნება – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, რომ „ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ‘არანაირი რევანში არ იქნება”. “ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს […]

თითოეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ყველამ აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო – ირაკლი ქადაგიშვილი

Admin Tamuna
0
არჩევნები დღეს დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ის დღე, როდესაც ხალხი უშუალოდ პირდაპირ ახორციელებს თავის უფლებას ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თითოეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ყველამ აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. „უპრეცედენტო გეოპოლიტიკური დაპირისპირების […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ოქტომბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9356 ლარს შეადგენდა. […]

სასაცილოა, რომ ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს აბრალებს რაღაცას, ეს აბსურდია და ადამიანურ ზღვარს სცდება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
უბრალოდ, სასაცილოა, რომ ბაჩიაშვილი ახლა ბიძინა ივანიშვილს აბრალებს რაღაცას, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს ადამიანურ ზღვარს სცდება. „არ ვიცი, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა ბაჩიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავისთან მიიყვანა, ივანიშვილს დაადანაშაულებს თანხების მითვისებაში. თქვენ იცით, ბაჩიაშვილის მიმართ რაც არის […]

რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში რუსეთს გავლენა არ აქვს. „შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს საქართველოში გავლენა არ აქვს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი […]

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მოდერნიზება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა […]

,,ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ” – შარლ მიშელი

ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციას ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს დანარჩენი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების […]

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს

21 ნოემბერია ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს. ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე დოკუმენტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და ასევე, მას გამოსაქვეყნებლად “საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს. პარლამენტის წევრთა მანდატები იმ […]

ხატია დეკანოიძე – ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში – არ დავზოგავთ ძალებს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული

ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი. „ხვალ არის […]