ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა გაიმართოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა გაიმართოს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. თავის მხრივ, 21 ნოემბერია ის ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას […]

,,ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ”- შალვა პაპუაშვილი

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რამდენიმე სახის დარღვევა არის. „პირველი – ე.წ. ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის […]

,,ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო”- პრემიერი

ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს. „სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე გავეცით პასუხი. ადმინისტრაციულ რესურსზე კითხვა არ ყოფილა, არც პირადობებზე…ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, – აღნიშნა პრემიერმა. „საუბარი იყო საარჩევნო პროცესზე, როგორ მიმდინარეობს […]

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.   გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ […]

რა პროცედურას გაივლის ამომორჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას – ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გადაცემაში „იმედის დილა“ ხმის მიცემის პროცედურასა და წესებზე ისაუბრა. მან ამომრჩეველს დეტალური მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად. ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე წამოსვლისას თან უნდა იქონიონ ვალიდური პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. „ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირველად შეხვდება ნაკადის მომწესრიგებელ საარჩევნო კომისიის […]

მამუკა ხაზარაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში – ბოდიში ძმაო, უშნოდ გამომივიდა-ალეკო ელისაშვილი

Editor Dali
0
რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში – ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან, – ამ სიტყვებით მიმართა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამავე კოალიციის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პარტიის დასკვნით ღონისძიებაზე. გარდა ამისა, ელისაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოქმედი ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო” ერთ […]

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი სასურველი შედეგის მიღწევას მოთმინებითა და სიმშვიდით შეძლებთ. ადამიანების დარწმუნების ნიჭი და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებასა თუ დისკუსიაში გაიმარჯვოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, ახალი მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანენ. ეცადეთ, მეუღლის აზრს ანგარიში გაუწიოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. კურო ნათელი და საინტერესო დღეა. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე […]

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს – ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების […]

ცესკო ისრაელში, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. „კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან  წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკო-სთვის […]

26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია -ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე 

Editor Dali
0
26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის , – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი მკაფიოა. “26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის. ქართველი ხალხი მკაფიოა, მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, ეძიონ უფრო ახლო კავშირები ევროპის დინამიურ ქვეყნებთან, […]

ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სასულიერო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაციების – „ბიბლია პოლიგლოტა” და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით” – წარდგენას, მით უფრო, რომ დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე და დაბადებიდან 92-ე წლისთავს ეძღვნება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პუბლიკაციების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ოქტომბერს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9273 ლარს შეადგენდა. […]