საქართველოში არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დაადასტურონ პროცესის გამჭვირვალობა -კლოდ ჟან რობერტ ალფრედი

Editor Dali
0
დღეს ჩამოვედი პარიზიდან. ვეწვიე ორ საარჩევნო უბანს და შევხვდი როგორც თანამშრომლებს, ასევე ამომრჩევლებს. აქ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და დაადასტურონ, რომ პროცესი არის გამჭვირვალე, ნათელი და სწორად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, კლოდ ჟან რობერტ ალფრედმა განაცხადა. ლოდ ჟან რობერტ ალფრედი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება. „როგორც აღვნიშნე, მე […]

“ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას”-ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყნის ეს განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება. „ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და […]

ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ!-ირაკლი ღარიბაშვილი

Editor Dali
0
ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ! – ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ ეგულება ადამიანი, ვინც მშვიდობასა და განვითარებას მხარს არ დაუჭრეს. „დიდი ხანია ოპოზიციაზე ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ოპოზიცია არასდროს ხალხის […]

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში განვაგრძობთ ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, მმართველი გუნდი იქნება პირველი, ვინც ამაზე რეაგირებას […]

ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია, პროცესი გამართულად მიმდინარეობს-ვროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო

Editor Dali
0
მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისთვის, საკუთარ მომავალს წყვეტთ, ჩვენ კი მხოლოდ პირობების შესამოწმებლად ვართ. ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია, ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა, დამკვირვებელმა ანდრას აურელ ლასზლომ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ყველა პირობა არსებობს. „ჩვენ ახლახან ვესტუმრეთ საარჩევნო უბანს თბილისში. […]

დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი – ცესკო

Admin Tamuna
0
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის […]

უპრეცედენტო აქტივობაა, “ქართულ ოცნებას” არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს -ნიკა გვარამია

Editor Dali
0
უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო […]

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს – ცესკო

Admin Tamuna
0
10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს […]

არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას – ბიძინა ივანიშვილი

Admin Tamuna
0
არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანთან, სადაც ოჯახთან ერთად ხმა მისცა. „მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი […]

 მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე გადამწყვეტია, ვინაიდან საქართველოს მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს. „მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენ, ყველანი ევროპისკენ სვლას ვუჭერთ მხარს. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს და თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც […]

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

Editor Dali
0
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს […]

 ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში -გიორგი გახარია

Editor Dali
0
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს […]