ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. „ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ […]

ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები-სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
-1
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ. „მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, […]

ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები-სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ. „მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, […]

საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს

Editor Dali
0
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 910 ამომრჩველია რეგისტრირებული. 42  სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს. შვიდი საარჩევნო უბანი გახსნილია საბერძნეთში, ათენში – ოთხი, სალონიკში – სამი; ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილია ექვსი საარჩევნო უბანი, ნიუ იორკში – ოთხი, ხოლო ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში – ერთი, გერმანიაში – ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი, ბერლინში – ორი, […]

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

Editor Dali
0
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – კამალ მურადხანოვი – N3; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, თავმჯდომარე ნიკანორ მელია, თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია – N4; „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა – N5 „ევროპელი დემოკრატები“, თავმჯდომარე […]

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი ახალი ნაცნობობა და ახალი ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ, მთავარია, იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად, ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ. კურო სასურველია, თქვენი ძალები ფინანსური საკითხებისა და ბიზნესპროექტების განხილვისკენ მიმართოთ. იყავით უფრო მოქნილი კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, ერიდეთ გაუგებრობებს. ტყუპები ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამომავლოდ თქვენს […]

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Admin Tamuna
0
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი  არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. მისი […]

26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

Admin Tamuna
0
28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, […]

არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად – პრემიერი

Admin Tamuna
0
არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ „შესაბამისი რეპუტაცია“, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს. პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. „არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც […]

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

Admin Tamuna
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო. სესიის ფარგლებში, მან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და პროექტების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.   როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. […]

მოკლე პასუხი უფასო ფულის თემაზე ღლიცინზე – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად 1 მილიარდი ლარი გამოყო, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა კერძო სექტორში. როგორც მან აღნიშნა, ზემოთ ხსენებული არის ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე. ვოლსკი ასევე სარწყავი […]

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს

Admin Tamuna
0
26 ოქტომბერს, 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.   ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი  2 51-00-51.   საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:   08:30 სთ 10:30 სთ 12:30 სთ 15:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ 22:00 სთ   ბრიფინგების განრიგი საჭიროების […]