კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს ფაშისტი უწოდა – ავთანდილ წულაძე

Admin Tamuna
0
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ორივე კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ჰარისის და ტრამპის საარჩევნო შტაბები იბრძვიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებაზე. კამალა ჰარისი ფსონს დებს რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპისტებსა და ტრადიციულ რესპუბლიკელებს შორის განხეთქილებაზე. ჰარისი ამომრჩევლებს ხვდება ლიზ ჩეინისთან ერთად, დიკ ჩეინის ქალიშვილთან. დიკ ჩეინი იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციაში. ლიზ ჩეინი წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის […]

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო

Admin Tamuna
0
საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.    მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.    სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო […]

ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება – The New York Times

Admin Tamuna
0
ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 24 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება“ (ავტორი – ჯოშუა კუჩერა, თბილისიდან). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთს შორის „ვნებიანი სასიყვარულო კავშირი“ არსებობდა. აქ, გეოგრაფიულად მიუდგომელ კავკასიაში – რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის – მდებარეობს […]

საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტი არჩევნების წინ მასობრივ მიტინგს ატარებს – BBC

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტი არჩევნების წინ მასობრივ მიტინგს ატარებს“ (ავტორი – პოლ კირბი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:  სამი დღის ადრე მანამდე, სანამ ქართველები ხმას მისცემენ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მათი ქვეყნის მომავლისათვის გადამწყვეტად ითვლება, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს მოწოდებით მიმართა: „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და არა ომს“. […]

თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც – ვახტანგ გომელაური

Admin Tamuna
0
თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად – სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლთან გაზის შერევის დასაშვებობასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოსაკვლევი […]

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით – პრემიერი

Admin Tamuna
0
საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. „ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. პირველ ადგილზე ვართ, როგორც რეგიონში, ასევე ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ეს არის ამ წლის მონაცემები და ასევე, საშუალოვადიანი პროგნოზითაც, საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, კონკრეტული პროგნოზი არის მოცემული ციფრებში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგნოზსაც კი გადაჭარბებით შევასრულებთ. ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება  აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – განაცხადა პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება

Admin Tamuna
0
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლება აღნიშნულ იდეაზე პოტენციურ ოპერატორებსა და წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. „ჩვენ ხშირად აქცენტს ვაკეთებთ ტრანზიტზე, თუმცა, როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება […]

პაციენტს კლინიკებში VIP მომსახურებით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე შეეძლება

Admin Tamuna
0
მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. […]

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ სრულიად უფასოდ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ დრომდე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი. „მიწის სისტემური რეგისტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს ძალიან […]

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

Admin Tamuna
0
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ.   ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორცილებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.    „ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ […]

ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან – სი ძინპინი

Admin Tamuna
0
პეკინი, საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად, განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყაზანში BRICS-ის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრისას განაცხადა. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება, ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან“, – აღნიშნა სი ძინპინმა. მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული […]

60% არის „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე – არჩილ თალაკვაძე

Admin Tamuna
0
მმართველ გუნდში „გორბის“ ბოლო კვლევის შედეგებს აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „60% არის რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და ნახევარი საათი დაუთმოს თავისი ქვეყნის მომავალს. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია აიღოს მშვიდობიან, განვითარებულ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს მოქალაქეებთან ერთად“, – განაცხადა […]