საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე 

Editor Dali
0
უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და მიმდინარე დღეებშიც. „იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს […]

ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას -პრემიერი

Editor Dali
0
ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. „ქართული ჯარი, ქართული პოლიცია – ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი […]

ეს არის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება და არასწორად აღსრულება -დონალდ ტრამპი – ჯოს ბაიდენის მიერ შვილის შეწყალებაზე

Editor Dali
0
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ შვილის შეწყალებას ეხმაურება. „ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება მოიცავს თუ არა 6 იანვრის მძევლებს, რომლებიც წლებია, დაპატიმრებულნი არიან? ეს არის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება და არასწორად აღსრულება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. მომხდარის შედეგად ათობით ადამიანს წაუყენეს ბრალი. […]

დაკნინებული იყო სასწავლო პროგრამებში პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება, ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, რაც მიუღებელია -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ყველაფერი გაკეთდება, რათა სასკოლო განათლების კუთხით გვქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა. „ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე პროფესიული განათლების […]

აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 224 ადამიანი დააკავეს – შსს

Editor Dali
0
აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, […]

სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

Editor Dali
0
ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.  დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის.  მომიტინგეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდნენ, გზის გადაკეტვა სცადეს. რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ […]

ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მისი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი “შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან […]

ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ – ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას-ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 

Editor Dali
0
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას. ამის შესახებ კოსტა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს კოსტა X-ზე. https://x.com/eucopresident/status/1863321454630027310

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 14 პოლიციელი დაშავდა

Editor Dali
0
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 14 სამართალდამცველი დაშავდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციელებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდა, პროტესტის გამოხატვისას არ გასცდენოდნენ კანონის ჩარჩოებს.

ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე -გიორგი კვირიკაშვილი

Editor Dali
0
ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. “მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება […]

საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოვუწოდებ, სასწრაფოდ მოარიდონ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს-სახალხო დამცველი

Editor Dali
0
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი აქციაზე მყოფ არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე 1 პირი დააკავეს

Editor Dali
0
საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა მომიტინგე საპოლიციო კორდონში მაშინ შეათრიეს, როდესაც სპეცრაზმის კორდონს მიუახლოვდა. პარალელურად სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ, დემონსტრანტებს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელოვნური ბარიკადები აქვთ აღმართული და სპეცრაზმის წარმომადგენლებს პიროტექნიკის საშუალებით უპირისპირდებიან.