რა ეღირება დოლარი და ევრო 3 დეკემბერს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0684 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9967 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ პირების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ

Admin Tamuna
0
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა […]

ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

Admin Tamuna
-1
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი […]

ვიღებ გამოწვევას! – თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე

Admin Tamuna
0
ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ – ვიღებ გამოწვევას! – ამ განცხადებით ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“. “სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? […]

რის შეჩერებაზეა საუბარი?! – გივი მიქანაძე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

Admin Tamuna
0
დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეჩერება დროებითია და აუცილებლად მოხდება არამხოლოდ ამ ურთიერთობების გადატვირთვა და აღდგენა, არამედ იმ პოზიტიურ დინამიკაში განვითარება, რომელიც იმ მნიშვნელოვანი მიზნების უზრუნველყოფას განახორციელებს, რაც ორმხრივი ურთიერთობებისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ასე ღირებული და მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ოპტიმიზმით […]

მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას – გიორგი გახარია

Admin Tamuna
0
ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას, – ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა. „საქართველოს მეგობრებს […]

156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა – სახალხო დამცველი

Admin Tamuna
0
უკვე 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც დაკავებულთა თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მან ბრიფინგზე მიმდინარე მედიას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. „თქვენ თვალ-ყურს ადევნებდით ჩვენს გამოხმაურებას, […]

“ყოვლად მიუღებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება ” – ალექსანდრე წულაძე

Editor Dali
0
“ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას […]

“დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა “მაიდანი” პოპულარული ხდება”-Der Standard

Editor Dali
0
ავსტრიის გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა “მაიდანი” პოპულარული ხდება” (ავტორი – ჯო ანგერერი), რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება – თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით. გთავაზობთ პუბლიკაციას: საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება: ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ზედიზედ იმართება საპროტესტო აქციები. პოლიცია დემონსტრანტების დაშლას წყლის ჭავლით და ცრემლმდენი […]

“არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის”- მიხეილ სარჯველაძე

Editor Dali
0
“არავითარი  გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი და შეუწყნარებელია.” – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ,  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  სამინისტრო საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის,  იმის შესახებ, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ […]

კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში როდესაც შეიჭრნენ, ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში როდესაც შეიჭრნენ, ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს საზოგადოებას, არის ლიბერალური ფაშიზმი“. „რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ მოქმედებენ ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით, […]

“შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში”-The New York Times

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში“ (ავტორები – ვალერია ჰოპკინსი და კასანდრა ვინოგრადი), რომელშიც გადმოცემულია თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიპეტიები. გთავაზობთ პუბლიკაციას: შავიზღვისპირა ქვეყანას 3,7 მილიონი მოსახლეობით, ხუთშაბათიდან საპროტესტო აქციები არყევს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია: მისი თქმით, მთავრობა ევროკავშირში […]