2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი ფრთხი­ლად იყა­ვით რას ამ­ბობთ: ნე­ბის­მი­ერ­მა და­უ­ფიქ­რებ­ლად ნათ­ქვამ­მა სი­ტყვამ, რო­მელ­საც ამ­ბობთ და არ ფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ აღიქ­ვა­მენ მას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი და ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტი. კურო   უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნი ნიშ­ნის ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ნებ­რი­ვი შრო­მით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი: ნე­ბის­მი­ერ იდე­ას, რო­მელ­ზეც დღეს ფიქ­რობთ და გა­ნი­ხი­ლავთ, ყვე­ლა შან­სი აქვს წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ტყუპი […]

,,თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.   აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. […]

ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს. პარალელურად ისმის გაფრთხილების ხმაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად. ამავდროულად, პოლიციის მისამართით ისვრიან სხვადასხვა საგანსა და პიროტექნიკას.

საკონსტიტუციო სასამართლო სხდომას არ ნიშნავს – ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა -პრეზიდენტი

საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა – სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური […]

ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში საპროტესტო აქციებს ახშობდა, ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, – ამის შესახებ ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, – აცხადებენ საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის წარმომადგენელმა აცნობა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ შედგება და ინტერვიუ შესაძლებელია, დაიგეგმოს სამშაბათს, ან ოთხშაბათს

საქართველოს პირველი არხის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტს დაეთმოს ეთერი ინტერვიუსთვის. თავის მხრივ პრეზიდენტმა, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, მისცეს ინტერვიუ პირველ არხს. პირველი არხი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განუცხადა, რომ არხი მზად არის, დაუყოვნებლივ მოიწვიოს იგი პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ […]

აქციაზე დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან – მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რკინის ჯებირებთან ახლოს, ვითარება დაიძაბა. სპეცდანიშნულების რაზმი ჯებირების მიღმაა განლაგებული, ხოლო აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პიროტექნიკის გამოყენება და ლაზერების მინათება. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა. წყლის ჭავლის გამოტყორცნა ჯებირების მარცხენა მხრიდან მოხდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა […]

“პირველი ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და რაც დაიწყება უკვე ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე” – პრეზიდენტი

“პროტესტი უნდა დარჩეს სპონტანური, თავისუფალი და თვითორგანიზებული” – ასეთია საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს პოლიტიკური პარტიების ჩარევა არ სჭირდება. მისივე განცხადებით, პირველი ქმედება უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა. “პირველი ეტაპი და პირველი ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და რაც დაიწყება უკვე ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს […]

ყველაფერი დალაგდება, გადაიტვირთება და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს, საერთაშორისო ურთიერთობები დალაგდება. აღნიშნულის თაობაზე მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა. „იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია […]

მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა – პრემიერი

მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   პრემიერმა მადლობა გადაუხადა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს „მოთმინებისთვის“.   „მინდა გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, შს მინისტრს, ბატონ […]

30 ნოემბერს, აქციაზე დაშავებულების შესახებ

30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი. აქედან, აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია.    დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.  საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული […]

სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“ – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას. საპატრიარქოს განმარტებით, ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, […]