აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შსს აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს -შსს

Editor Dali
0
მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია. შსს-ს განცხადების თანახმად, „მოძალადე ჯგუფის წევრები“ პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებს და პიროტექნიკას. ამასთან, აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა […]

ლევან პირველი გარდაიცვალა

Editor Dali
0
ბიზნესმენი და პოლიტოლოგი ლევან პირველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია   რუსმა პოლიტოლოგმა და  ტელეწამყვანმა მაქსიმ შევჩენკომ გაავრცელა. როგორც პირდაპირ ეთერში, მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, ლევან პირველი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ  გარდაიცვალა. “რამდენიმე საათის წინ გაჩერდა ჩემი მეგობრის, ჩემი შვილის ნათლიის,ქართველი ხალხის დიდი შვილის, სამართლიანობის მხარდამჭერის, ლევან პირველის გული. ლევანი დაგვტოვა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ”, – განაცხადა მაქსიმ […]

აზერბაიჯანელმა კოლეგამ მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა

Editor Dali
0
2024 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. „ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული […]

ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას” – თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი

Editor Dali
0
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას”  – ამის შესახებ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.  “11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფლად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მიუხედავად იმისა, […]

დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით! – სანამ, მთელი ერი მოუსვლელში გადავვარდნილვართ, ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი-ლაშა ჟვანია

Editor Dali
0
დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ – ყველანი დავმარცხდებით! დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია წერს. ჟვანიას აზრით, “ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი, თუნდაც ისეთი კომპრომისის, რომლის დროსაც კარგავ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის დაკარგვით ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლისუნარიანობას შევინარჩუნებთ“. “კეთილგონიერების ნაკლებობის […]

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

Editor Dali
0
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს. „დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ისევე როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნულია ჰაქან ფიდანის წერილში.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით-ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

Editor Dali
0
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც საუბარია მომავალი საქმიანობისა და თანამშრომლობის შესახებ. ალიზარდი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. პასკალ ალიზარდი ამავდროულად აღნიშნავს, რომ კანდიდატების რიტორიკა პოლარიზებული იყო. წერილში […]

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არავინ გმობს, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქცია არის ასეთ საკითხებზე რეაგირება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან, რეაგირება პოლიციის მხრიდან პროპორციული იყო, თუმცა არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ […]

დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოების პოლარიზაცია ხელოვნური პროცესია, რასაც რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფები უწყობენ ხელს. როგორც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კალაძემ განაცხადა, რადიკალების ხელწერა საზოგადოების ბულინგი და იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც მათ „ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს“. „რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც […]

მძიმე სანახავია, თუ როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს? – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში. მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობრივი აქციის მონაწილეებად არასრულწლოვნების გამოყენება. „ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად […]

დიპლომატებმა მიიღეს მითითება და დავალება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ქვეყნის ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი მქონდა – დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს მითითება და დავალება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა თუ არ გადადებულა, არამედ პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. „ეს […]

შვიდი კვირა ტრამპამდე: რუსეთი და უკრაინა, სანამ სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან, ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ – Politico

Admin Tamuna
0
უკრაინის კონფლიქტი სახიფათო სტადიაში შედის, ორივე მხარე ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს: რუსები – ხმელეთზე (ჩრდილოკორეელების დახმარებით), უკრაინელები – ჰაერში (ამერიკული და ბრიტანული შორსმოქმედი რაკეტების გამოყენებით)“,  – აღნიშნულია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შვიდი კვირა ტრამპამდე: რუსეთი და უკრაინა, სანამ სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან, ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ“ (ავტორები – ტიმ როსი, რობი გრემერი […]