ბოლო 3 საათში, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე თბილისსა და ქუთაისში, 7 პირის დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ შევიდა შეტყობინება – საია

Admin Tamuna
0
არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების და ჩხრეკის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს დადგენა, სად გადაიყვანეს დაკავებულები, რომელთა შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული. “თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება. ბოლო 3 საათში თბილისსა და […]

მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. „ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია […]

დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 დეკემბერს ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, ამის პრევენცია მოვახდინეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც გავაკეთეთ, არეულობის რესურსი შევუმცირეთ -მდინარაძე

Editor Dali
0
დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 არის ის რიცხვები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. გარკვეულწილად, ამის პრევენცია მოვახდინეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ წინსწრებით, დავასწარით და მათ არეულობის რესურსი 100-ჯერ შევუმცირეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გეგმების პირველი ნაწილი უკვე დადასტურდა. „ჩვენ თუ ახლა […]

 ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ზოგმა დათვის ტყვიები გვესროლა, თვალები დაგვთხარა, იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტა, გამხნევდით, ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო -ლევან ხაბეიშვილი

Editor Dali
0
ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა აქეთ ვალს გვდებენ. იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწევთ მოთმენა იმ […]

პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 10 დეკემბერს უყრის კენჭს

Editor Dali
0
არლამენტი, 10 დეკემბერს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს. საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა. გარდა ამისა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგშია ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. […]

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

Editor Dali
0
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქმე ეხება ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობას. უწყების ცნობით, დაკავებულებიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. „შინაგან საქმე სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებზე ზეწოლა და ბულინგი რადიკალური ოპოზიციის, მათთან აფილირებული მედია და „ენჯეო“ ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ ზღვარს სცდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები „ტელეიმედის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ. სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფი მოუწოდებს „იმედს“, ხშირად მუქარის ფორმითაც, რომ ტელეკომპანიამ სხვაგვარად წარმართოს თავისი ეთერი. შეგახსენებთ, რომ „ტელეიმედი“ არის კერძო […]

ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა, ზიანის მიყენება, მიუღებელია – საით მიდიხარ, საქართველო? -გერმანიის ელჩი 

Editor Dali
0
ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია – საით მიდიხარ საქართველო?, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ […]

 ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით -აშშ-ს საელჩო

Editor Dali
0
ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების […]

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც გულანთებულია და რეალურად სურს ქვეყნის წინსვლა, დაფიქრდნენ, რომ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, არ მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ არეულობის შესაქმნელად -გივი მიქანაძე

Editor Dali
0
ეს აქციები დაორგანიზებული და ძირითადად მართულია იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ , – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების ნაწილმა დაიჯერა „რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული“ ინფორმაცია, შესაბამისად, იგი მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად არიან „პროტესტში ჩართული, […]

მხოლოდ ახალი, არავითარი რიგგარეშე, არჩევნები!-ნიკა გვარამია

Editor Dali
0
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოთხოვნაა არა რიგგარეშე, არამედ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც „მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით“ უნდა ჩატარდეს. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე პუნქტს ასახელებს: „მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები! მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით! მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის! ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და […]

ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული, დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა – გივი მიქანაძე

Admin Tamuna
-1
მნიშვნელოვანი და პრევენციული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებებია, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ საკითხზე წლებია ვმუშაობთ, ეს საკითხი აქტუალურია, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პიროტექნიკის რეგულაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. „განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე არაერთგზის მიმდინარეობდა მსჯელობა. სამუშაო […]