მოგიწოდებთ, შეწყდეს ძალადობა, აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში, საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მოგიწოდებთ, შეწყდეს ძალადობა, აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში, პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საპარლამენტო საქმიანობა განაახლეს და 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარემ საპროტესტო აქციები შეაფასა. „დღეს ჩვენ […]

მინდა, გავამხნევო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მინდა, გავამხნევო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ. „მინდა, გავამხნევო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. […]

“როგორ “მოიშინაურა” და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა”-BBC

Editor Dali
0
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანის „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „როგორ „მოიშინაურა“ და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა“ (ავტორი – მაგერამ ზეინალოვი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა ჟურნალისტები უცხოეთიდან ფულს იღებენ, მაგრამ როცა ორი ათეული წლის განმავლობაში ადგილობრივი აზერბაიჯანული დამოუკიდებელი პრესა აუტანელ ვითარებაში იმყოფებოდა, ჟურნალისტები იძულებულნი გახდნენ სპონსორები საზღვარგარეთ, ევროპაში ეძებონ. სამწუხაროდ, ახლა უკვე ეს წყაროც დაშრა – უცხოეთიდან ფულის […]

ბაშარ ალ ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ – რუსული მედია

Editor Dali
0
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. „ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა“, – ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს. ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი […]

გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს

Editor Dali
0
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ. ვიდეომასალა ამის თაობაზე თავად „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გაავრცელა. ამასთან მას განუმარტეს, რომ თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, გამოძიება მიმართავს სასამართლოს, რათა მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს. სოციალურ ქსელში […]

თამარ ჩერგოლეიშვილი – 800 000-მა ადამიანმა ხომ მისცა ხმა ოპოზიციას ამ ოფიციალური მონაცემებით და იმისი ერთი პროცენტის გალვანიზაცია ვერ მოახერხეს, ლიდერშიპის კრიზისია ქვეყანაში

თეა მოსაშვილი
-1
800 000-მა ადამიანმა ხომ მისცა ხმა ოპოზიციას ამ ოფიციალური მონაცემებით და იმისი ერთი პროცენტის გალვანიზაცია ვერ მოახერხეს, რადგან ლიდერშიპის კრიზისია ქვეყანაში, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. „ქართულმა ოცნებამაც“ რა ხმებიც მიიღო იქ, მნიშვნელობა არ აქვს, გაყალბებით, გაუყალბებლად, თუ როგორ, იმიტომ ხომ არ მიიღო, რომ „ქართული ოცნებაა“? იმიტომ მიიღო, რომ […]

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი დღე გე­ლით. უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი და გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი დიდ დროს წა­გარ­თმევთ, ამი­ტომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ენერ­გია აღარ დაგ­რჩე­ბათ. იყა­ვით მომთმე­ნი და შე­ე­ცა­დეთ არ გა­ნა­წყე­ნოთ სხვე­ბი მკაც­რი შე­ნიშ­ვნე­ბით. სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბა და­გიბ­რუ­ნებთ სიმ­შვი­დეს. კურო   დატ­ვირ­თუ­ლი დღის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ. მო­გი­წევთ სხვე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ფრთხი­ლად იყა­ვით კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას: თქვე­ნი სი­ტყვე­ბი შე­იძ­ლე­ბა […]

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე

გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის […]

კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება ძალადობის დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს მის ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას – თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ! – კახა კალაძე

წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის, – ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.   კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ძალადობას და საზოგადოების ბულინგს ახალისებენ, მოძალადეებზე უარესები არიან.   „მინდა, დავიწყო ძალადობის ამსახველი იმ კადრების შეფასებით, რომელიც გუშინ ყველამ ვიხილეთ. წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა […]

თიბისის განცხადება დაკავებული თიბისელების მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს –გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს – ირაკლი კობახიძე

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   პრემიერის თქმით,  არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს.   „რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი” ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს. რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს, ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება – პრემიერი

ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს.   „ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში […]