უცხოური ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9365 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ – პაველ ჰერჩინსკი

Admin Tamuna
0
ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში […]

იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ, – დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში. მდინარაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის ქვეყნების შემდეგ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს. „იმდენი იძახეს, […]

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები 

Admin Tamuna
0
საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული […]

20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი – პრემიერი

Admin Tamuna
0
ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი. „კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ჩვენ ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების […]

„ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია, რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას – პრემიერი

Admin Tamuna
0
„ომის პარტიამ” რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი. „ჩვენ, მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო […]

სულ რამდენიმე კვირა დაგრჩათ! 14 დეკემბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ! – ირაკლი ზარქუა

Admin Tamuna
0
სულ რამდენიმე კვირა დაგრჩათ! 14 დეკემბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ! ეს „ფრანცუჟენკა“ მადამ მავნებელიც თან გაიყოლეთ და მოშორდებით აქედან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ომი არ სჭირდება, საქართველოს სჭირდება დამშვიდება და ეკონომიკური განვითარება. „ერთმანეთს ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე კვირა დარჩა და ამ უსამშობლოების ბოგინი და დაფინანსება დამთავრდება. რამენაირად […]

BBC-მ ჩემი სასამართლო დავის შედეგად, თავისი პლატფორმებიდან ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები და სტატიები გაიხმო – დადასტურდა, რომ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას -დავით კეზერაშვილი

Editor Dali
0
„ბიბისიმ“ ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  „ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, […]

“ბაშარ ასადი გაიქცა, მაგრამ სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი გაურკვეველი რჩება”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 9 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ბაშარ ასადი გაიქცა, მაგრამ სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი გაურკვეველი რჩება“. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: სირიაში მოვლენების ექსტრაორდინარული განვითარება, რასაც ხელისუფლებაში 20-წლიანი ყოფნის შემდეგ ბაშარ ასადის რეჟიმის კრახი მოჰყვა, ბერლინის კედლის დანგრევას და ისეთი ტირან-დიქტატორების დამხობას გვაგონებს, როგორებიც იყვნენ, ვთქვათ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ და სხვები. მართალია, ბასარ ასადი ცოცხალი დარჩა და […]

რამდენიმე კვირა დარჩა და ამ უსამშობლოების ბოგინი და დაფინანსება დამთავრდება -ირაკლი ზარქუა

Editor Dali
0
რამდენიმე კვირა დარჩა და ამ უსამშობლოების ბოგინი და დაფინანსება დამთავრდება. რამენაირად უნდა გავუძლოთ, შემდეგ მოცემულობა შეიცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, არის მცდელობა, შელახონ პოლიციელის, ჯარისკაცების, მათი ავტორიტეტი, ვინც ქვეყანაში წესრიგს იცავს. „ისინი აპოლიტიკური არიან. მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, რადგან ინარჩუნებენ მშვიდობას. ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე კვირა დარჩა […]

14 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიას 13 დეკემბერს დახურავს, ხოლო 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ შედგება საქართველოს პრეზიდენტის არჩევა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არჩევნებს ცესკო პარლამენტის შენობაში ჩაატარებს. „მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა, პარასკევს დაიხურება საშემოდგომო სესია. ასევე, შაბათს, 14 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის […]

დიდი გეოპოლიტიკური თამაში სირიაში -ავთანდილ წულაძე

Editor Dali
0
  ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა სირიაში ცვლის ძალთა ბალანსს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ გლობალურ დონეზე. სირიაში მოვლენები უფრო დიდი თამაშის ნაწილია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.   განვიხილოთ, ვინ მოიგო და ვინ წააგო სირიაში ხელისუფლების ცვლილებით. დამარცხებულთა შორის ექსპერტები ასახელებენ რუსეთს და ირანს. მაგრამ ამ ქვეყნების უკან ჩინეთის ჩრდილი დგას, რომელიც იყენებს რუსეთსა და ირანს დასავლეთზე ზეწოლის და თავისი […]