იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარება აიკრძალება

Admin Tamuna
0
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარება აიკრძალება. არ არის გამორიცხული, რომ ასევე აკრძალოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რადგან დეპუტატებმა ამაზეც იმსჯელეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, კანონი ემსახურება იმას, რომ ნიღაბს ამოფარებულმა ადამიანებმა დანაშაული არ ჩაიდინო, რასაც თბილისის ქუჩებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. აქციებზე ნიღბით სახის […]

რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და დიდი ცვლილებები იქნება – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
პრემიებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ, რაღაც შეხედულებების გამო. თუმცა, აქვე გეტყვით, რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები იქნება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. იგი დედაქალაქის მერიაში გამოცხადებულ რეორგანიზაციის საკითხს შეეხო […]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე „ქართულ ოცნებას“ აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს

Admin Tamuna
0
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე მმართველ პარტიას ინიციატივით მიმართავს, აქციებზე ლაზერის გამოყენება აკრძალოს. შესაბამისი ინიციატივა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ხშირად ანათებენ ლაზერებს სამართალდამცველებს და სამეთვალყურეო კამერებს, რაც პოლიციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. „პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, […]

აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე – ჩეხეთის პრეზიდენტი 

Admin Tamuna
0
ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, – წერს პეტრ […]

მათ სულიერების კრიზისი აქვთ, და რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი გახადა – ნინო წილოსანი აქციაზე კუბოს დაწვაზე

Admin Tamuna
0
რეალურად მათ სულიერების კრიზისი, კრეატიულობის, პოლიტიკურობის კრიზისიც აქვთ და იმ რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი კიდევ უფრო გახადა, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა რა თქმა უნდა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფაა. მერე გაუკვირდებათ, როცა ადამიანები განსაკუთრებით ნეგატიურად განეწყობიან მათ [აქციის ორგანიზატორების] მიმართ და არ იქნებიან მათი მხარდამჭერები. […]

“ძლიერი თოვა, ქარბუქი, შტორმი” – ამინდი მკვეთრად იცვლება

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში […]

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს თუ გეგმა სწორად შეადგინეთ, შეგიძლიათ მისი განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის კეთებისას წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. კურო დღის პირველი ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ უნდა დაგეგმოთ. საღამოს თავს გაცილებით მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ და […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს. სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ცვლილებები დეტალურადაა განმარტებული. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს. განვმარტავთ, რომ […]

 ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ამომრჩეველმა-მაკა ბოჭორიშვილი

Editor Dali
0
ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა, შეხვედრით ლეგიტიმაციას ვერც მოვიპოვებთ და არც ვეძებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ლეგიტიმაციის მოპოვება. „ქვეყნის შიგნით ხომ ვხედავთ ვინც არიან და საერთაშორისო მასშტაბითაც ვიცით, რომ არიან […]

არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, ბრიუსელში იტყოდნენ, დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილაო, მოიგო კონსერვატიულმა პარტიამ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეთა სურვილი უარყონ -პიტერ სიიარტო

Editor Dali
0
არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, ბრიუსელი ხმამაღლა იყვირებდა საქართველოში დემოკრატიის შესახებ, იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება მოახდინონ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. როგორც პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე […]

აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ – გურამ მაჭარაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, [რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე, რამაც მსხვერპლიც შეიძლება გამოიწვიოს], ასახავს იმას, რაც მანამდეც განუცხადებიათ პრევენციის მიზნით“, – განაცახდა მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. „უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს […]

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

Editor Dali
0
საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაკავებებისა და წინასწარი პატიმრობის, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც მომხსენებლები აცხადებენ, დაკავებების დროს პოლიციის ძალადობა აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის […]