უკრაინაში ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, ზამთარში დაიწყოს -დონალდ ტუსკი

Editor Dali
0
უკრაინაში ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალი წლის ზამთარში დაიწყოს, – აღნიშნულის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთი აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტის დასრულებაში და აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, როდესაც 1-ელ იანვარს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. „მე მექნება მოლაპარაკებების სერია, პირველ რიგში, ჩვენს აღმოსავლეთით მდებარე საზღვრის მიღმა არსებულ ვითარებაზე. ჩვენი დელეგაცია იქნება თანაპასუხისმგებელი, […]

სალომე ზურაბიშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, […]

არ შეიძლება ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და მთავარი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული – პრეზიდენტი

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.   ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ყველა ქვეყნის ლიდერს მიაწოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9365 ლარს შეადგენდა. […]

ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული, აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიანიჭა ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვედრასთან […]

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში აისახა

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა და რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. მაშინდელი შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე შემცირდა […]

ასადის შემდეგ: როგორი იქნება რუსული ბაზების ბედი სირიაში? შეიძლება თუ არა მათი ჩანაცვლება? – Deutsche Welle

Admin Tamuna
0
„სირიის ისლამური ოპოზიციის გამარჯვებამ და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის რუსეთში გაქცევამ  დღის წესრიგში დააყენა საკითხი – შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი სირიაში – ტარტუსში და ხმეიმში – არსებულ თავის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საჰაერო ბაზებს?“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ასადის შემდეგ: როგორი იქნება რუსული ბაზების ბედი სირიაში? შეიძლება […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით […]

მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ – აბა ვინ წავა, ვნახოთ! – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ, საახალწლო დეკორაციის სახით მატარებლის მაკეტის დადგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. „მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ … აბა ვინ წავა, ვნახოთ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავში რომ ჩაჯდეთ და თბილისში ჩაფრინდეთ – მიხაილ როთი ევროკავშირის ლიდერებს

Admin Tamuna
0
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ევროკავშირის ლიდერებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევოკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს. „რას იტვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა […]

სამარცხვინოც კი იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხზე წამოდგომით სცადა დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევა, მაშინ როცა ტრამპი მისკენ ზურგით იყო – დიმიტრი ხუნდაძე

Admin Tamuna
0
ის სურათი, რაც ვიხილეთ, როცა სალომე ზურაბიშვილი ფეხზე წამოდგომით ცდილობს დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევას, მაშინ როცა ტრამპი მისკენ ზურგით არის, გარკვეულწილად, სამარცხვინოც კი იყო,- განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამაც პირდაპირ განაცხადა, რომ თავიანთი საქმე 20 იანვრამდე, ანუ, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ, რაშიც თბილისში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე „მაიდნის“ მოწყობასა და ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობენ. […]

პიროტექნიკა ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო – ვახტანგ ჩოჩია

Admin Tamuna
0
პიროტექნიკის აკრძალვა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული პოლიციელი დაშავდა, ასევე დაზიანებულია სახელმწიფო ქონება და არსებობდა ასევე ხანძრის გაჩენის საფრთხე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა. ვახტანგ ჩოჩია ასვე გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას ითვალისწინებს. „მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, გაუმარტივდება პოლიციას იდენტიფიცირება ნებისმიერი პოლიციელისთვის და შესაბამისად მარტივი […]