FinOps თიბისიში – ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

Editor Dali
0
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ. თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, […]

ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული შედეგები, ამისთვის აქტიურად ვიმუშავებთ

Editor Dali
0
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავის უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას. „არავის მოუნდება ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორიც იყო […]

ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში – ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. „რეალურად, […]

რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელისგულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში […]

ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. „არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს. ხედავთ, რამდენად […]

ტრამპის პოზიციაა, უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობას გულისხმობს და ერთ-ერთი მხარის მაქსიმალური მიზნების მიღწევით არ დასრულდება-მარკო რუბიო

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობას გულისხმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, ომის დასრულებას დრო დასჭირდება. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტ მეგი კელისთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ […]

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული. „ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. […]

როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ […]

პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ეს არის რეალობა -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. „პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა […]

არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. აღნიშნულით პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენ, ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით ყველას, რომ იყვნენ ობიექტურები, სამართლიანები ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რომ არსებობს […]

 მე მხოლოდ ღმერთის, კონსტიტუციისა და ჩემი სინდისის ერთგული ვარ -აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატი

Editor Dali
0
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატმა, ტულსი გაბარდმა კატეგორიულად უარყო „დემოკრატიული“ პარტიის ბრალდებები, თითქოს იგი მსოფლიო ლიდერების „პაიკია“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაბარდმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ღმერთის, კონსტიტუციისა და საკუთარი სინდისის ერთგულია. „ისინი, ვინც ჩემს კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, ამით მიანიშნებენ, თითქოს მე ერთგული ვარ ვინმეს ან რამის, გარდა ღმერთის, […]

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. მათთან ერთად პრობლემების გადაჭრა გაცილებით ადვილი იქნება. მუშაობაში დაშვებული შეცდომები გაიძულებთ, საქმეში „თავით გადაეშვათ“. მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ, ამ დღეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ელოდით. კურო დაძაბული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა. ბევრი სამუშაო გელით, […]