მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
0
0
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა. როგორც ცნობილია ის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.