ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.   პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ […]

დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი – ფაშინიანი

Admin Tamuna
0
დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის.   „მიმაჩნია, რომ სომხეთს […]

უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, ქართველ მოღალატეებთან ერთად, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ – კახა კალაძე

Admin Tamuna
-1
თბილისის მერის განცხადებით, უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე „ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად“ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პროცესები გარედან იმართება. „არაერთი განცხადება ვიხილეთ, თავად უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ ამას, რომ ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც […]

როცა პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე

Admin Tamuna
0
მინდა ჯანმრთელობა ყველას ვუსურვო – მზია ამაღლობელსაც, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ფაქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც პირი დანაშაულს ჩადის. „ჩვენ ვნახეთ კონკრეტული დანაშაული. არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა […]

“უკრაინას მშვიდობა დაუყოვნებლივ ჭირდება”- Time

Editor Dali
0
„უკრაინის მოსახლეობას აღარ აქვს იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ დაუსრულებელი ომის პირობებში იცხოვროს, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრეს-მდივანი იულია მენდელი ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ (Time) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „უკრაინას მშვიდობა დაუყოვნებლივ ჭირდება“.  როგორც ავტორი აღნიშნავს, „იმ პირობებში, როცა უკრაინის არმია უკანდახევას აგრძელებს, კიევისათვის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იქნება სასწრაფო დაზავება მოწინააღმდეგესთან“. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტად […]

მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს […]

“დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა” -The New York Times

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგეი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა“ (ავტორი – ქონსთანთ მეჰიუთი), რომელიც ამერიკული ფინანსური დახმარების პროგრამების შეჩერებას ეხება. „უკრაინაში თითქმის ყველა დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ამერიკული ფულით არსებობდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. გთავაზობთ პუბლიკაციას: სულ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განკარგულება გამოსცა აშშ-ის საგარეო დახმარებისა და […]

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Editor Dali
0
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მენენდესი პატიმრობის მოხდას 6 ივნისიდან დაიწყებს, რაც საშუალებას მისცემს, დაესწროს მისი მეუღლის, ნადინ მენენდესის კორუფციულ საქმეზე სასამართლო პროცესს, რომელიც მარტში იწყება. მენენდესი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 18 წელზე დიდხანს წარმოადგენდა ნიუ ჯერსის შტატს სენატში, ის ასევე გახდა პირველი სენატორი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც დამნაშავედ ცნეს უცხო ქვეყნის აგენტად […]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ბრიუსელსა და სტრასბურგში, შემდეგ შევუდგებით მუშაობას PACE-ში -ლევან მაჭავარიანი

Editor Dali
0
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი ბრიუსელში და სტრასბურგშიც, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. „საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის […]

ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები “ავჭალაზე”

Editor Dali
0
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – […]

PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა -უკრაინელი ჟურნალისტი

Editor Dali
0
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული, – განაცხადა უკრაინული ტელეკომპანია Freedom-ის ჟურნალისტმა. „ამ რეზოლუციას ამზადებდა უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს. ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, […]

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რაც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული

Editor Dali
0
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ლეიკენ რაილის აქტს, რომელიც 2024 წლის 22 თებერვალს ვენესუელელმა მიგრანტმა მოკლა. აქტი ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი არ აქვთ ჯერ წაყენებული. „ჩემ მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს მოეთხოვება, დააკავოს ყველა არალეგალი უცხოელი, რომელიც ბრალდებულია ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, მკვლელობის ან ნებისმიერი დანაშაულისთვის, რაც იწვევს სიკვდილს […]