დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას

Editor Dali
0
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში უმასპინძლა დისკუსიებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. „როიტერთან“ ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ უფლებამოსილებებს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიძლება გამოიყენოს […]

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს. „ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან. ტრამპმა არ უთქვამს, […]

1-3 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

Editor Dali
0
უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, […]

პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

Admin Tamuna
-4
ვერ­ძი დას­ვე­ნე­ბის დღის მი­უ­ხე­და­ვად, შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საქ­მი­ა­ნი – მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მისი მიღ­წე­ვის დრო დად­გა. კურო მძლავ­რი ენერ­გია, რო­მელ­საც დღეს იგ­რძნობთ, კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი – მა­გა­ლი­თად, სახ­ლში პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ტყუ­პი გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა გა­და­იქ­ცე­ვა ემო­ცი­ურ ცვა­ლე­ბა­დო­ბად, რაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და იყოს ფსი­ქი­კის­თვის: ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ე­ცა­დეთ არ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა […]

არსებული ინფორმაციით, ლილოში ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს

Admin Tamuna
0
 არსებული ინფორმაციით, ლილოში ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს.   როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული – პრემიერი

Admin Tamuna
0
ბაკურიანში ველოდებით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ამ მნიშვნელოვან ტურნირს და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი ტრასის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ. „დღეს […]

თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება – ორბანი

Admin Tamuna
0
თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება. ახლა გერმანელებმა დაიწყეს აჯანყება – ჯერ ეკონომიკაზე არა, მაგრამ საიმიგრაციო საკითხზე“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა – მამუკა ხაბარელი

Admin Tamuna
0
ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის,- ამის შესახებ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი 2025“ საოგარნიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და […]

2024 წელს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია – შსს

Admin Tamuna
0
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – info.police.ge 2024 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა. შსს-ს ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. სამინისტროს ცნობით, 2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, კვლავ მაღალ ნიშნულზეა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი – გასულ წელს საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია […]

ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელისუფლებად პოზირებს და მე-13 წელს კვლავ საუბრობს ჩვენი პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე – თინა ბოკუჩავა 

Admin Tamuna
0
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად დაანონსებულ საგამოძიებო კომისიას საცირკო წარმოდგენას უწოდებს და ამბობს, რომ ამით, ბიძინა ივანიშვილი დანაშაულების გადაფარვას ცდილობს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” აღნიშნული “სანახაობით” მისი არალეგიტიმურობის ფაქტს ვერ გადაფარავს და მოუწევს, ძალაუფლების დათმობას შეეგუოს. “მეცამეტე წელია, არჩევნების მიტაცების და 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ივანიშვილის რუსული […]

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს მიმართავს, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს

Editor Dali
0
ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8563 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9929 კურსი ლარს შეადგენდა. […]