31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. მათთან ერთად პრობლემების გადაჭრა გაცილებით ადვილი იქნება. მუშაობაში დაშვებული შეცდომები გაიძულებთ, საქმეში „თავით გადაეშვათ“. მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ, ამ დღეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ელოდით. კურო დაძაბული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა. ბევრი სამუშაო გელით, […]

ევროკავშირში რუსეთის გაზის შესყიდვის განახლებას განიხილავენ -Financial Times

Editor Dali
0
ევროკავშირის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ამ იდეას მხარს უჭერენ გერმანიისა და უნგრეთის ზოგიერთი წარმომადგენლები, რომლებმაც მხარდაჭერა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოიპოვეს. ისინი რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების განახლებას ევროპულ ბაზარზე ენერგომატარებლების ფასების […]

გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდოდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს. „გერმანიის ელჩი რას ამბობს, […]

ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, რათა სახელმწიფო იყოს დაცული -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც ახალისებს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა. „არის შემთხვევები, […]

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა დონორი, თანხის თითოეული ჩამდები მზია ამაღლობელის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. „კონკრეტულად მზია ამაღლობელის […]

ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის – ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ და რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს. „ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა, გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელებაა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას შეეხებოდა. მისივე თქმით, ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება […]

ქრისტიანული ცნების თანახმად, გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ მეზობელი, შემდეგ თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე – ჯეი დი ვენსი

Editor Dali
0
არსებობს ძველი სკოლა და სხვათა შორის, ვფიქრობ, ეს ძალიან ქრისტიანული ცნებაა: გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ გიყვართ მეზობელი, შემდეგ გიყვართ თქვენს გარშემო საზოგადოება, შემდეგ გიყვართ თქვენსავე ქვეყანაში მცხოვრები თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუს დროს. მისი თქმით, მემარცხენეების დიდმა ნაწილმა აღნიშნული კონცეფცია […]

დონალდ ტრამპი და ‘გიჟის თეორიის’ კონცეფცია – ავთანდილ წულაძე

Admin Tamuna
0
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები მძაფრ რეაქციას იწვევს როგორც თავად შეერთებულ შტატებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ამრიგად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, გაეყინა მთავრობის მიერ დაფინანსებული ყველა მხარდაჭერის პროგრამა სკანდალში გადაიზარდა. ფედერალურმა მოსამართლემ გასცა ბრძანება დახმარების პროგრამების გაყინვის უკანონობაზე, მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი ცდილობს  გადაწყვეტილების შესრულებას. Another judge is preparing to block Trump’s spending freeze, despite White […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 იანვარს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8761 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8784 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9929 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9941 კურსი ლარს შეადგენდა. […]

საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარების აუცილებელი პირობაა – პრემიერი

Admin Tamuna
0
საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე. მისივე თქმით, საქართველო მზად არის აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სომეხ მეგობრებთან და […]

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.   პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ […]