ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩინეთი მართავს პანამის არხს, რომელიც არ მიეცა ჩინეთს, რომელიც პანამას გადაეცა სულელურად, მაგრამ მათ დაარღვიეს შეთანხმება და ჩვენ ვაპირებთ, უკან დავიბრუნოთ, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება“,-განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან და საგარეო საქმეთა […]

USAID-მა, საქართველო-აშშ-ს მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა სამწუხარო შეცდომები, როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „USAID-მა, საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. მე მოვუწოდე აშშ-ის კონგრესს, რომ გამოეძიებინა ეს სავარაუდოდ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, თუმცა უშედეგოდ. „2020 წლის საქართველოს არჩევნების შემდეგ, […]

მრავალრიცხოვანი რადიკალური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მას შემდეგ, რაც, როგორც იქნა, NED-ის საკითხი აშშ-ს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა, უნდა გავიხსენოთ, NED-იდან როგორ და ვინ ცდილობდა საქართველოში სიტუაციის არევას. 2020 და 2021 წლებში NED-ი პირდაპირ ერეოდა ქართულ […]

ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.

„საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს”- კაია კალასი

დღეს ღამით თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X -ში წერს. როგორც კალასი წერს, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში „საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და […]

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ვიღაცისთვის ორშაბათი მძიმე დღეა, თქვენთვის კი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც, რადგან პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ბევრი ვერძი სამსახურში საინტერესო შეთავაზებას მიიღებს. თუ მათ რიცხვში ხართ, შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. კურო ეცადეთ, სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ და სახლში და სამსახურში დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები დაასრულოთ. უარი […]

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას, წადი! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. მათ თან აქვთ საქართველოს დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათი მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.

„USAID-ის პროექტების გაჩერება გვიწევს, დავალებებს გვაძლევენ და ფულს არა“. „მასკი და ტრამპი მეზიზღება“ – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დიალოგი USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ

რადიკალური მიზნების ჩასახშობად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ შორის საქართველოში ვაშინგტონმა ფინანსური წყარო გადაკეტა – მხოლოდ საქართველოს მაგალითზე საუბარია ასეულობით მილიონზე. ერთ-ერთი ასეთია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა – ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც დაფინანსებით „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონი დოლარია. ,,იმედის კვირისთვის“ შიდა საუბრების შინაარსი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. წყაროს ინფორმაციით ამ პროგრამის ხელმძღვანელი უკმაყოფილოა, რომ […]

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დღეს მომხდარ ფაქტებზე და მისცეს შესაბამისი პირები პასუხისგებაში

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დღეს მომხდარ ფაქტებზე და მისცეს შესაბამისი პირები პასუხისგებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას. „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული […]

ილონ მასკი: USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა – დროა ის მოკვდეს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. „USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. დროა ის მოკვდეს“, – დაწერა ილონ მასკმა პლატფორმა X-ზე.  

,,ვაშინგტონიდან დღეს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ”- დავით ქართველიშვილი

თეთრი სახლი იმსახურებს ყურადღებას 24/7/365 რეჟიმში. კვირა დღის მიუხედავად, ვაშინგტონიდან დღეს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ: მოწოდება უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ისაუბრა, მიუხედავად ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებისა. განცხადება USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადაცემის შესაძლებლობაზე: განიხილება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გადავა სახელმწიფო დეპარტამენტის მართვაში. ამ ცვლილებამ შეიძლება […]

სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. როგორც მან შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმის მასალებში მის მიერ გაზიარებული სტატუსი იყო, რომელიც 2 თებერვალს ჩანიშნულ საპროტესტო აქციას შეეხებოდა. „საქმის მასალებში ჩემი გაზიარებული პოსტი აქვთ ღონისძიების შესახებ, რომელიც „პუბლიკას“ მიერ იყო დადებული. აღმოჩნდა რომ „პუბლიკას“ მიერ დადებული „ნიუსის“ გაზიარება იყო პრობლემა. რაც დღეს მოხდა, ამ […]