დღეს უკვე აშშ-დან გვესმის განცხადებები, თუ როგორი კორუფცია და მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება – მდინარაძე

Admin Tamuna
0
არა თუ მხოლოდ დასტურდება, არამედ შეიძლება ითქვას გადაჭარბებულადაც კი გვესმის განცხადებები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წითელ ხაზებს არც კი ვუახლოვდებით. ჩვენ იმდენი გვქონდა და გვაქვს სალაპარაკო თავისი დახურული შეხვედრების დეტალებით, რომ ამან შეიძლება ახალი სკანდალები გამოიწვიოს, საბედნიეროდ ჩვენ გავძვერით ამის გარეშეც და არ დაგვჭირდა ეს ყველაფერი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, […]

ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან. „ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად […]

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ. […]

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თბილისში, 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან კი გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. „5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია […]

“ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური პროგნოზი: USAID-ის აღსასრული მალე დადგება”-The New York Times

Editor Dali
0
დონალდ ტრამპი წყვეტს აშშ-ის დახმარებას საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ და „იუესაიდის“ (USAID) – საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – ლიკვიდაციას გეგმავს. „იუესაიდი“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, ამჟამად კი მისი ვებ-გვერდის ბევრი სეგმენტი უმოქმედოა ან დახურული. ჩინოვნიკები შოკირებულები არიან: სააგენტოს გაუქმება რუსეთისათვის დიდი საჩუქარი იქნება“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური […]

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა

Editor Dali
0
რუმინეთში, ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY რეგისტრაციის პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთობლივი საწარმო, ამ ეტაპზე, მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის […]

“ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები”-The Economist

Editor Dali
0
ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაიცანით: ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები“. როგორც  პუბლიკაციაშია აღნიშნული, „თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ ძველი დავები გამოაცოცხლა იმაზე, თუ როგორი თავდაცვითი სტრატეგია სჭირდებათ ევროპელებს. შეიძლება გამოვყოთ ოთხი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი, რომლის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ეთანხმებიან“. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქვეყანა საკუთარ თავს აშშ-ის მოკავშირედ თვლის, ამ დროს კი თვითონ აშშ-ს მისი ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდება სურს და […]

 კიტ კელოგის გეგმა თუ არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნები, მაშინ ეს წარუმატებელი გეგმაა -უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი 

Editor Dali
0
ეს წარუმატებელი გეგმაა, – ასე გამოეხმაურა კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი დიმიტრი ლიტვინი კიტ კელოგის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება. „თუ მისი გეგმა არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნები, მაშინ ეს წარუმატებელი გეგმაა – პუტინს მხოლოდ ეს ორი საკითხი ვერ შეაშინებს“, – წერს ლიტვინი […]

ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის -Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი

Editor Dali
0
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა, ტიმ დევოლდერმა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ანაკლიის […]

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე ხორციელდება”-გურამ გურამიშვილი

Editor Dali
0
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ. „როგორც საზოგადოებისთვის […]

USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს. „USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ. შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების […]

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს თავისი ქვეყნიდან არჩევნებზე დახარჯული თითოეული ცენტი-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ. ყველაზე დიდი დონორი როცა აღიარებს ამას, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი […]