დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესება შეაჩერა

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს ესაუბრა. „კანადა დათანხმდა, რომ ჩვენ გვქონდეს უსაფრთხო ჩრდილოეთ საზღვარი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავდაპირველი […]

დონალდ ტრამპი – უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს – შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, […]

,, ჩვენ გვექნება სუვერენული სიმდიდრის ფონდი”- აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას. ფონდის შექმნა კი ტრამპმა სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებს დაავალა. ტრამპის თქმით, სუვერენული სიმდიდრის ფონდის გამოყენება შესაძლოა, აპლიკაცია „ტიკ ტოკის“ შესაძენად გამოიყენონ. „ძალიან ამაღელვებელი შემთხვევაა. ჩვენ გვექნება სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რაც ქმნის სიმდიდრეს და […]

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას. თუ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყეთ, კარ­გი შან­სია მის შე­სას­რუ­ლებ­ლად. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი, ეცა­დეთ, ყვე­ლა სა­კი­თხი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დეს. კურო   დღე შე­სა­ფე­რი­სია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად. გა­უ­კე­თეთ სა­კუ­თარ თავს პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი. დღეს კო­მუ­ნი­კა­ცია სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა: და­უ­რე­კეთ მე­გობ­რებს ან ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია არ გი­ნა­ხავთ. ტყუ­პი მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ან მო­უ­ლოდ­ნელ ამ­ბებს, […]

4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში […]

,,USAID-ი ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას”- მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ამჟამად ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] მოქმედი დირექტორია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. „მე ვარ USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. USAID-ი არ ფუნქციონირებს. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. ეს არ არის გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. საუბარია გადასახადის გადამხდელთა დოლარებზე. ხალხი მარტივ კითხვებს სვამს. რას აკეთებენ […]

ტრამპი და პუტინი შეხვედრისთვის ემზადებიან – მოლაპარაკებების გამართვა საუდის არაბეთში იგეგმება

ტრამპი და პუტინი შეხვედრისთვის ემზადებიან, მოლაპარაკებები, “როიტერის” ინფორმაციით, საუდის არაბეთში გაიმართება. საერთაშორისო სააგენტოს ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სამზადისი დაწყებულია. ცნობილია ისიც, რომ კრემლის წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა როგორც საუდის არაბეთში, ასევე შეერთებულ შტატებში. ამ ინფორმაციას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმადაც ის კიევთან და მოსკოვთან კონფლიქტის დასრულებისთვის დიალოგის პირობებს ათანხმებს. […]

როგორი ამინდი იქნება 4 თებერვალს საქართველოში

4 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, ძირითადად ნალექიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -2 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი.  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +7 – წვიმა სოხუმი +9 – წვიმა ზუგდიდი +7 – წვიმა მესტია +1 – თოვლი ფოთი +9 – წვიმა ბათუმი +10 – წვიმა ოზურგეთი +10 – წვიმა ქუთაისი +9 – წვიმა ამბროლაური +6 – თოვლი ახალციხე +5 – უმეტესად ღრუბლიანი ბორჯომი +3- თოვლი  ბაკურიანი +1 – უმეტესად ღრუბლიანი გორი […]

ვიქტორ ორბანი – ახლა გვჭირდება დიპლომატია, მოლაპარაკებების გარეშე ომი განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა მნიშვნელოვან შეცდომად დაასახელა დასავლეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გაწევა. „საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო […]

უცხოური ვალუტის კურსი 4 თებერვლისთვის

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8403 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8563 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0160 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9651 კურსი ლარს შეადგენდა. […]

იმედია გამოიჩენთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიცვათ აშშ-ს შელახულ ღირსებას! – გოგა ხაინდრავა დანიგანს

Admin Tamuna
0
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მიმართავს. „ელჩო დენიგან! იმედია გამოიჩენთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიცვათ აშშ-ს შელახულ ღირსებას! საჯაროდ ბოდიშს მოუხდით ქართველ ხალხს იმ ბოროტი საქმიანობის გამო რასაც წლების მანძილზე ჩასდიოდა აშშ-ს საელჩოში მოკალათებული კორუფციის და ექსტრემიზმის ბუნაგად ქცეული USAID! GOD BLESS USA!“,- წერს ხაინდრავა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის – საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

Admin Tamuna
0
შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც სესიაზე გავა. პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, […]