რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8378 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9090 კურსი ლარს შეადგენდა. […]

გამორიცხულია, “ნაცებმა? არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
გამორიცხულია, „ნაცებმა“ არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია. მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანი ცენტრალურ მაგისტრალს განეკუთვნება და მისი გადაკეტვა დანაშაულია. „როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, თუ არ ვცდები, ხვალ აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ პროტესტის […]

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი. ,,აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ შიდა პოლიტიკაში მავნე ჩარევა ფინანსდებოდა, გასაკვირი […]

პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, თუ რა გზებით შემოდიოდა საქართველოში USAID-ის დაფინანსება და რას ხმარდებოდა ის. მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას და ამაზე რატომღაც აშშ-ს […]

საქართველოს ენერგეტიკის სფეროში „აჭარ ენერჯის“ მიერ 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორს დამატებით სიმძლავრეს შესძენს – ლევან დავითაშვილი

Admin Tamuna
0
Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯისთვის“ საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ […]

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს

Admin Tamuna
0
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს და ხელს შეუწყობს როგორც […]

განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად, ასე შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. პრეზიდენტმა საზოგადოების პოლარიზაციას ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა უწოდა და ამ პროცესში გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენების სამწუხარო შემთხვევებზე ისაუბრა. „მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ […]

ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
სამწუხაროა რომ, ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. „განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და […]

საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში სახელმწიფო და ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. „ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება […]

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა

Admin Tamuna
0
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ – პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. […]

USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია – პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. „USAID-მა, პოლიტიკური ენჯეობის გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ ეს […]

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

Admin Tamuna
0
პეკინი აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე, საპასუხო ტარიფებს აწესებს, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს – ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე. აღნიშნული […]