ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ ავალებენ, ეს ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს ყველაფერი იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაზემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. „დარბაზში მსხდომი ადამიანების აბსოლუტურმა […]

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

Editor Dali
0
პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას სათითაოდ უყარეს კენჭი. კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს: მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო […]

უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მისცა-ზელენსკი

Editor Dali
0
უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მისცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ კომპანიებს აქვთ იარაღის კონტრაქტები ყველაზე მაღალი ფასებით ბოლო 50 წლის განმავლობაში, ომის შედეგად გამოწვეული დიდი მოთხოვნის გამო. „ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ასეთი […]

ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა – ივანიშვილის ადვოკატი

Admin Tamuna
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დახურულ სხდომაზე დაკითხვა დასრულდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. „დღევანდელი დაკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ […]

„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული

Admin Tamuna
0
თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება მხარდაჭერა და თანადგომა. „განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ყოველთვის […]

200-მდე ელექტროდამტენის მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Admin Tamuna
0
თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.   „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ […]

საიდუმლო არაა, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას. ,,ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა. არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის […]

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

Admin Tamuna
0
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის […]

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტი კომერციული საიდუმლოების დაცვაა. ამასთან, დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება შეეხოს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს. ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა […]

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

Admin Tamuna
0
პარლამენტში დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 49 ოპოზიციონერისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას 61 მანდატი აქვს და მათი გაუქმების მოთხოვნით განაცხადი დაწერილი აქვს მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციას, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას’’. მანდატებზე უარი წერილობით არ გაუფორმებია გიორგი გახარიას პარტიას. მმართველ გუნდს აღნიშნული 2020 […]

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Admin Tamuna
0
ქ. თბილისში 5 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) […]

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, 5 თებერვალი ამისთვის ყველაზე შესაფერისი დღეა. პრინციპულად იმოქმედეთ და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. არ განაწყენდეთ, თუ პირველ ჯერზე ყველაფერი იდეალურად არ გამოვა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავისუფალ დროს ძველი მეგობრები მოინახულოთ და მათთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. კურო თუ ბედმა გაგიღიმათ, შეიძლება ახალი თანამოაზრეები და […]