დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარების მიუხედავად, უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი […]

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ბედისწერა ჭადრაკს თამაშობს, ხოლო თქვენ მისი მთავარი ფიგურა ხართ, რომელსაც წესების დარღვევა შეუძლია. დილას ერთ უმნიშვნელო დეტალს – გამოხედვას არა მხოლოდ ამ დღის, არამედ თქვენი ახლო მომავლის შეცვლა შეუძლია. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დიალოგი, რომელშიც სიტყვებს შორის მეტი აზრი იქნება ჩადებული, ვიდრე თვითონ სიტყვებში. რჩევა: დააკვირდით არავერბალურ ნიშნებს, როგორიც არის შემთხვევით შეხება, პაუზებს, […]

როგორი ამინდი იქნება 10 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

რუბიო სიკორსკის: მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის  განცხადებას, უკრაინისთვის Starlink-ის გათიშვის ალბათობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით. „ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, – […]

„რატომ არის ბრიუსელი ნაძირალების ბუდე, იცით?” – ზურაბ ქადაგიძე

სირიაში მიმდინარე პროცესებზე ბრიუსელის დუმილის მიზეზი განმარტა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელი ვერ იცლის იმისათვის, რომ დაგმოს ქალებისა და ბავშვების გენოციდი და სანაცვლოდ ემზადება საქართველოს წინააღმდეგ ახალი რეზოლუციის მიღებისთვის. „რატომ არის ბრიუსელი ნაძირალების ბუდე, იცით? დღე არ გავა, საქართველოს სუვერენიტეტი და ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დააყენონ, დაგვამუნათონ, ლამის – ცივილიზაციის […]

ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა „გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“ – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში. ამ კომენტარით მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს. „უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო […]

გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ასევე მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს […]

,,პოლიციელებზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე”- ლევან მაჭავარიანი

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აქციების დროს პოლიციელების მისამართით განხორციელებულ შეტევაზე საუბრისას განაცხადა.  დეპუტატის თქმით, პოლიციელებზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე.  „გმირად შერაცხა რადიკალურმა ოპოზიციამ, იგი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა […]

ტრამპი: ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი ვიყავი, იმაზე მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე მკაცრი, – ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება The Independent. „ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი ვიყავი. იმაზე მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა რუსეთის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მადლირი არ არის.  ამერიკელი ლიდერის თქმით, „ზელენსკი ჭკვიანი […]

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთის, ირანის და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მარტში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ, – ინფორმაციას სააგენტო Xinhua ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.   უწყების ცნობით, სწავლება, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი-2025“, დაგეგმილია ირანის ჩაბაჰარის პორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე.   სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეებზე, დაზიანების კონტროლს, ასევე, ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.   ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნების მიზანია, სამხედრო […]

9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. „ნებისმიერ […]

ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება – ილონ მასკი

ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.   მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.   „რაც გულს მირევს, არის წლების […]