ცოტნე ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

„რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე განსაცდელს. მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა სულებს", - წერს ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.