პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

პოლიციამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, კიდევ ორი პირი ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე დააკავა.ისინი ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განუცხადა, მისთვის ამ ეტაპზე დაკავების მიზეზები უცნობია. მისივე თქმით, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა მათი დაკავება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს

მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი განცხადებას, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან უფრო მარტივია. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის და ამ მიზნისთვის ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. „ყოველდღიური ახალი დარტყმები და თავად რეალობა ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ, რათა შეწყდეს […]

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა.

,,ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე”- პეტრე ცისკარიშვილი

სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, „სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები!“. „სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და […]

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შეგიძლიათ სიყვარულში წარმატების მიღწევა. საყვარელი ადამიანი სიყვარულით გიპასუხებთ. კურო: გაანებივრეთ ოჯახის წევრები დღესასწაულებითა და გემრიელობებით. კვირის მეორე ნახევარი საქმიანი შეხვედრებით იქნება დატვირთული, ამიტომ დაკვირვებული იყავით. ტყუპები: მთელი ყურადღება ბავშვებს უნდა დაუთმოთ. მათი მეგობარი და დამხმარე იყავით. კირჩხიბი: დღეს შესაძლოა სენტიმენტალურ განწყობაზე იყოთ. დრო გაატარეთ ოჯახთან და ახლობლებთან. ლომი: მთვარე თქვენს ნიშანშია, რაც ზრდის ენერგიასა და თვითგამოხატვის სურვილს. გამოიყენეთ […]

,,ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“- ირაკლი ქადაგიშვილი

ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მან ისაუბრა, თუ რა შანსი აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში. „დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ, მათ არ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური ძალა იმისთვის, […]

+19, +20 გრადუსი – როგორი ამინდი იქნება 8 მარტს საქართველოში

8 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი  ტემპერატურა, +20 გრადუსი რუსთავშია მოსალოდნელი. დედაქალაქში კი +19 მზიანი ამინდია ნავარაუდევი.  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 – უმეტესად მზიანი  სოხუმი +14 – უმეტესად მზიანი  ზუგდიდი +15 – უმეტესად მზიანი  მესტია +13 –  მზიანი  ფოთი +13 – უმეტესად მზიანი  ბათუმი +12 – მზიანი  ოზურგეთი +14 – მზიანი  ქუთაისი +15 – […]

დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა – ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს

დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა […]

ტრაგედია სენაკში – ავარიას ორსული ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ორსულად იყო.  შემთხვევა სენაკი-შხეფის გზის მონაკვეთზე მოხდა. მანქანა გზიდან გადავარდა. 27 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული სენაკის მკვიდრია.

ტრამპი: უნდა ვიცოდე, რომ უკრაინას დარეგულირება სურს, თუ მათ არ სურთ დარეგულირება, ჩვენ გავდივართ

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, შეერთებული შტატები არ აპირებს კიევისთვის დახმარების აღდგენას, სანამ არ დარწმუნდება, რომ უკრაინელებს მშვიდობა სურთ. და საერთოდ, აშშ-ს შეუძლია თავი დააღწიოს ამ კონფლიქტს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აღდგეს თუ არა უკრაინას სამხედრო დახმარება, რუსეთის შეტევის ფონზე, ტრამპმა განაცხადა, რომ მან […]

,,ვლადიმერ პუტინს ხელში „ყველა კარტი“ უჭირავს”-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან. ტრამპის თქმით პუტინის პოზიციაზე მყოფი ნებისმიერ ადამიანი ამჟამინდელი საბრძოლო დინამიკის პირობებში უკრაინას დაბომბავდა. ტრამპის თქმით, კიევმა უნდა იაქტიუროს და სამშვიდობო შეთანხმებისკენ იმუშაოს. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ რუსეთთან, მაგრამ ახლა ისინი ჯოჯოხეთურად ბომბავენ უკრაინას […]

,,ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა”- დონალდ ტრამპი

თეა მოსაშვილი
-1
ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვაზე „სარგებლობს თუ არა პუტინი იმით, რომ აშშ-მა შეაჩერა უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება“. „ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა. მგონია, რომ მას უნდა ამის შეჩერება და შეთანხმების მიღწევა, და ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერად უტევს, ვიდრე […]