„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

Editor Dali
0
კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების […]

თიბისის ESG აკადემია, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

Editor Dali
0
25 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“. ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს  რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, […]

“ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ” -ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.   „განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, […]

სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 151 ადამიანი დაშავდა – ეს ბოლო 25 წელში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო

Admin Tamuna
0
მიწისძვრა სტამბოლში – იყო ნგრევა, დაშავდა 151 ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგების სერიის ყველაზე მძლავრი ბიძგი 6.2 მაგნიტუდით განისაზღვრა. მთავარ მიწისძვრას მოჰყვა 127 მეორადი ბიძგი. სეისმოაქტივობის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვა იყო, თურქეთის მეგაპოლისამდე 60 კმ-ის დაშორებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

Editor Dali
0
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქმიანი შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, ერთობლივ პროექტებსა და გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს.

„უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის მხრიდან ყირიმთან დაკავშირებით მისი განცხადებების კრიტიკას გამოეხმაურა და გაიხსენა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება რუსეთის ანექსიის არაღიარების შესახებ. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა ლონდონში და დასძინა, რომ „დღეს ბევრი ემოცია იყო“. „ჩვენ მადლობელი ვართ […]

,,უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს”- კეროლაინ ლევიტი

უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. „პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინება იწურება. მას სურს, გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის დამყარება. მას სურს სიკვდილიანობის შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე უნდა იყოს მზად. და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ლევიტმა […]

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გირჩევთ მავნე და ზედმეტად ცხიმიანი საკვების მოხმარება შეზღუდოთ. ამ დღეს ვერძების ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ მხოლოდ ახალი და ძალიან ხარისხიანი საკვები უნდა მიირთვათ და საეჭვო კვების ობიექტებში სტუმრობისგან თავი შეიკავონ. ამ დღეს შესაძლოა, პასუხი იპოვოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამაში ახლობლები დაგეხმარებიან — ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით არიან და დახმარების თხოვნას ელოდებიან. კურო […]

როგორი ამინდი იქნება 24 აპრილს საქართველოში

24 აპრილს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +19 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +18 – უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +20 – მოღრუბლული მესტია +12 – წვიმა ფოთი +17 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +16 – უმეტესად ღრუბლიანი ოზურგეთი +20 – უმეტესად ღრუბლიანი ქუთაისი +22 – უმეტესად ღრუბლიანი ამბროლაური +20 – წვიმა ახალციხე +20 – წვიმა ბორჯომი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7496 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7500 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1354 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1614 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

Admin Tamuna
0
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეორე ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით […]

გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია – ირაკლი კობახიძე გაეროს ელჩებთან შეხვედრაზე

Admin Tamuna
0
ჩემთვის პატივი იყო გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მათთან ნაყოფიერი საუბარი, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია. „ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ […]